„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №226 |
|
2019 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის 11 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge,28.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016053) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი (შემდგომ – წესი) ეფუძნება საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის („ავიასპეციალისტების სერტიფიცირება“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომ-ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 9841 („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს. წესი ადგენს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების წესს და პირობებს. 2. სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის დარგში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას“. 3. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ – სდ) სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, დუბლიკატის გაცემა, აგრეთვე მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანა, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ამ წესის შესაბამისად. 4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დადგენილი წესით. 5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი). 6. სდ-ის სერტიფიცირების მიზანია: ა) ამ წესის მოთხოვნებთან სდ-ის შესაბამისობის დადგენა; ბ) ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ–თ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ავიასპეციალისტი – ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი; ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება – ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადებისათვის განკუთვნილი დაწესებულება; ვ) სასწავლო ბაზა – მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, საგამოცდო და ადმინისტრაციული ოთახების, ჩანაწერების შენახვის სივრცის, ბიბლიოთეკის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების (საჰერო ხომალდი, აეროდრომი, საწაფი, აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ელ.ტექნიკა, თვალსაჩინო საშუალებები და სხვ.) ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად; ზ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი – სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს სდ-ის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და ანიჭებს მას ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების უფლებას;“. თ) პროფესიული მომზადება – პირის მიერ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც საჭიროა ავიასპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მასწავლებლობის კანდიდატთა განაცხადები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების 43-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა მოწმობის ასლები და მონაცემები ამ წესის №1 და №3 დანართების შესაბამისად; ე) სდ-ის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ავიასპეციალისტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამები ორ ეგზემპლარად;“; ბ) ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,კ) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის ასლი, თუ სდ გეგმავს განახორციელოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კურსები, ამ წესის მე-13 მუხლის გათვალისწინებით; ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტებს ან მესამე პირებს;“; გ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: ,,ნ) სასწავლო სხ-ის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი; ო) სწავლების მიზნების შესაბამისი სასწავლო ბაზის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები; პ) მომსახურებ(ებ)ის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების შესაბამისად.“; დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. თუ განმცხადებელი ფლობს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედ სერტიფიკატს და სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიმართავს სააგენტოს იმავე პირობებით სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“, „ზ“, ,,თ“, „კ“, ,,ლ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამ შემთხვევაში სააგენტო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 60 დღის ვადაში. 4. მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 3. განცხადების და თანდართული საბუთების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ – კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას.“. 5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. სასწავლო კურსები „1. ავიასპეციალისტთა პროფესიული მომზადებისათვის სდ-ში შეიძლება განხორციელდეს: ა) ეკიპაჟის წევრების მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები: ა.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მომზადება (Flight Crew Training): ა.ა.ა) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის მომზადება (PPL/SPL /BPL); ა.ა.ბ) კომერციული პილოტის მომზადება (CPL); ა.ა.გ) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მომზადება (ATPL); ა.ა.დ) სახელსაწყო ფრენისათვის მომზადება (IR); ა.ა.ე) საჰაერო ხომალდის კლასზე/ტიპზე მომზადება (Class/Type RatingTraining); ა.ა.ვ) ინსტრუქტორის მომზადება – საფრენოსნო ინსტრუქტორი (FI), სხ-ის ტიპზე/კლასზე მომზადების ინსტრუქტორი (TRI/CRI), სახელსაწყო ფრენის ინსტრუქტორი (IRI), საწაფის ინსტრუქტორი (SFI), მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების ინსტრუქტორი (MCCI); ა.ა.ზ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მომზადება (FE), სხ-ის ტიპზე/კლასზე უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი (TRE/CFE), სახელსაწყო ფრენის უფროსი-ინსტრუქტორი (IRE), საწაფის უფროსი-ინსტრუქტორი (SFE); ა.ა.თ) ღამის ფრენის ოსტატობის სწავლება (Night Rating Training); ა.ა.ი) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედებისთვის მომზადება (MCC); ა.ბ) ბორტგამყოლის მომზადება (Cabin Crew Training): ა.ბ.ა) პირველადი მომზადება (CC Initial Training); ა.ბ.ბ) ბორტგამყოლის მომზადება საჰაერო ხომალდის ტიპზე (A/C Type Specific Training); ა.ბ.გ) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მომზადება (CCI). ა.გ) ბორტინჟინერის მომზადება და ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის მომზადება; შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის Part-FCL და Part-CC ნაწილების შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა მოსამზადებელი შემდეგი სწავლების სახეობები/სასწავლო კურსები: ბ.ა) პირველადი სწავლება (Initial Training); ბ.ა.ა) საბაზო სწავლება (Basic Training); ბ.ა.ბ) ოსტატობის სწავლება (Rating Training); ბ.ბ) პუნქტზე მომზადება (Unit Training); ბ.ბ.ა) გარდამავალი მომზადება (Transitional Training); ბ.ბ.ბ) მუშაობისწინა მომზადება (Pre-On-the-Job Training); ბ.ბ.გ) სამუშაო ადგილზე მომზადება (On-the Job Training); ბ.გ) კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლება (Continuation Training); ბ.გ.ა) განმეორებითი სწავლება (Refresher Training); ბ.გ.ბ) გადამზადება (საჭიროების შემთხვევაში) (Convertion Training); ბ.დ) პრაქტიკული მომზადების ინსტრუქტორის სწავლება (Practical Instructor’s Training); ბ.ე) შემფასებლის მომზადება (Assessor Training); შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2015 წლის 20 თებერვლის №2015/340 რეგულაციის Part ATCO, Subpart D ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტთა მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები: გ.ა) საბაზო სწავლება (Basic Training); გ.ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლება (Type Training); შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part-66 ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). დ) ავიადისპეტჩერის მომზადება (Flight Dispatcher/Flight Operation Officer); ე) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობისათვის: ე.ა) პილოტის მომზადება; ე.ბ) განსხვავებულ კატეგორიაზე მომზადება; ე.გ) განსხვავებულ სახეობაზე, კლასზე ან ტიპზე მომზადება; ე.დ) ცოდნის განახლება; ე.ე) ინსტრუქტორის მომზადება; ე.ვ) ინსტრუქტორის სემინარი; ვ) ავიასპეციალისტებისათვის საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება ICAO-ს სკალის შესაბამისად (English Language Proficiency Assessment); შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ICAO-ს ოფიციალურ გამოცემაში – Doc 9835; ზ) ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების და მასში საკვალიფიკაციო აღნიშვნის (ოსტატობის და/ან დაშვების) შეტანასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO მიერ დადგენილ სტანდარტებსა და რეკომენდებულ პრაქტიკას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროგრამები უნდა: ა) ითვალისწინებდეს „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით კონკრეტული ავიასპეციალისტისათვის განსაზღვრული თეორიული ცოდნის მინიმალურ მოთხოვნებს; ბ) აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის დანართი A, მე-3 პუნქტით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს; გ) გამოყენებამდე, პირველადი რედაქციით, ასევე, ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. 3. თითოეული სასწავლო კურსის დაწყებამდე სდ-მ წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს სასწავლო კურსის დაწყების თარიღი. 4. სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოცს. 5. სდ უფლებამოსილია ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება განახორციელოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო კურსი ეხება საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადებას – შესაძლებელია მომზადება ჩატარდეს მწარმოებლის მიერ გამოცემული ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს ენაზე. სასწავლო კურსი ტარდება მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ ენაზე.“. 7. მე-9 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებით“ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს), ჰქონდეს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისი კვალიფიკაცია.“. 8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. სასწავლო ბაზის მოწყობა „1. სდ უნდა ფლობდეს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლების მიზნების მისაღწევად გამოსადეგ სასწავლო ბაზას, რათა მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და/ან პრაქტიკული ცოდნა. სასწავლო ბაზა უნდა აკმყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის მე-6 თავით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს. შენიშვნა: სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია: ა) ეკიპაჟის წევრებისათვის – ევროკომისიის 2011 წლი 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.GEN. 215 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM); ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისთვის – ევროკომისიის 2015 წლის 20 თებერვლის №2015/340 რეგულაციის ATCO.OR.C.015 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისთვის – ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part147.A.100 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). 2. სასწავლო ბაზის გარდა, სასწავლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს: ა) ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შეესაბამება ICAO-ს ოფიციალური გამოცემის – Doc 9841-ის მე-4 თავსა და დანართ B-ს (Appendix B); ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემა, თუ სდ-ის მიერ შეთავაზებული მომსახურება ეხება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს.“. 9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის უნდა ჩატარდეს: ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწაფზე; ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის – საწაფზე, რომელსაც უნდა გააჩნდეს კონკრეტული ამოცანისათვის შესაბამისი მახასიათებლები და აკმაყოფილებდეს ამოცანის შესაბამის მოთხოვნებს.“. 10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. სასწავლო საჰაერო ხომალდი 1. სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას ამ „წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს ისეთი სასწავლო საჰაერო ხომალდი, რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სავარჯიშოების შესასრულებლად. შენიშვნა: ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.135 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). 2. სასწავლო სხ რეგისტრირებული უნდა იყოს „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“. 3. სასწავლო სხ-ს უნდა გააჩნდეს: ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი; ბ) სხ-ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის მიერ დამტკიცებული სეს.“. 11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. სასწავლო აეროდრომი 1. სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდით საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას (გარდა თავისუფალი აეროსტატის პილოტისა), უნდა გამოიყენოს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული მანევრების სწავლებისათვის შესაბამისი ბაზისა და მახასიათებლების მქონე აეროდრომი/ვერტოდრომი, ჩასატარებელი სასწავლო კურსისა და გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის კატეგორიისა და ტიპის გათვალისწინებით. შენიშვნა: ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.140 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). - AMC1.ORA.ATO.140. 2. სასწავლო მიზნებისათვის გამოსაყენებელ აეროდრომს/ვერტოდრომს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი.“. 12. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასწავლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღწერას, ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; ბ),,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, 11 “ და „ 12“ პუნქტები: ,,11 სააგენტოს შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სდ-ის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო ორ ეგზემპლარად. 12. სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841 მე-3 თავის და ,,A“ დანართის (Appendix A)“ ზოგად მოთხოვნებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან. |
|