„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016364
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №23

2025 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის  №205 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 17.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016048) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას ახორციელებს;“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხ-ს აქვს EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, გარდა შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის უშუალო დაკვეთით ისეთი სპეციალური ფრენების შესრულების მიზნით, როგორიცაა: სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო-საკონტროლო, სანაპირო-დაცვითი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სეტყვის საწინააღმდეგო მიზნებისათვის  - ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი, რომელშიც აღწერილი იქნება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები და ინსტრუქციები;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროებისას;“.

4. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სხ-ის მესაკუთრის, სერტიფიკატის მფლობელის ან მათი სახელის და/ან მისამართის შეცვლისას სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები:

ა) განაცხადი (დანართი №3);

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ , „ვ“ „მ“, „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.

2. სხ-ის ამოსაცნობი ნიშნის შეცვლისას სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) მიერ სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები:

ა) განაცხადი რეგისტრაციის სერტიფიკატში ცვლილების შეტანის თაობაზე (დანართი №3);

ბ) არსებული (გამოსაცვლელი) რეგისტრაციის სერტიფიკატი.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) მიერ სააგენტოს წარედგინება  განაცხადი (დანართი №3);“.

მუხლი 2
ის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდები, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და მათი რეგისტრაცია ზემსუბუქი საჰაერო  ხომალდების რეესტრში უნდა განხორციელდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი