„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№244
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №244

2025 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/01/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016039) დამტკიცებულ „საჰაერო გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – პირი, რომლის გადაადგილების შესაძლებლობა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას შეზღუდულია ფიზიკური ან ფსიქიკური დარღვევის ან სხვა მიზეზით და რომლის მდგომარეობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ზომებს იმ მომსახურებით სარგებლობის დროს, რომელიც განკუთვნილია მგზავრისათვის“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აეროპორტში ან საჰაერო ხომალდში ტრანსპორტირების დროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს გადაადგილების საშუალებების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლი ან გადაადგილების სხვა საშუალება) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს ზიანი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზიანის მიმყენებლის მიერ და, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორის/ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ დროებით მიეცეს ალტერნატიული საშუალებები.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჰაერო ხომალდში ჩასხდომა ლიფტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის  ეტლის და სხვა დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფით, საჭიროებისამებრ“;

„თ) საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლა ლიფტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის  ეტლის და სხვა დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფით, საჭიროებისამებრ;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი