„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016373
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №57

2025 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონები

1. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებს განეკუთვნება:

ა) სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე, რომელიც განისაზღვრება „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის“დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილების შესაბამისად;

ბ) საჰაერო სივრცე, სადაც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია ხორციელდება „ღია კატეგორიაში“, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით, რაც კონკრეტული ექსპლუატაციისთვის დგინდება სააგენტოს მიერ;

გ) უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის ნოტამით (NOTAM) განსაზღვრული საჰაერო სივრცე;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ზონა. 

2. სააგენტო, ამ მუხლით განსაზღვრულ ობიექტზე პასუხისმგებელი პირის (მესაკუთრე/მფლობელი/სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული ობიექტის თავზე, განსაზღვრავს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებს, სადაც მუდმივად, ან დროის გარკვეულ მონაკვეთში აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ყველა სახის ექსპლუატაცია, ობიექტზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე. აღნიშნული ობიექტებია:

ა) საჯარო დაწესებულებები;

ბ) სამრეწველო ქარხნები;

გ) ბუნების დაცვის ზონები, ეროვნული პარკები;

დ) საცხოვრებელი ზონები;

ე) გარე საცურაო აუზები და კერძო სანაპირო ზოლები; 

ვ) ადგილები, სადაც ხორციელდება ავარიულ ვითარებაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ;

ზ) გზები, მდინარეები, ტბები, წყალსაცავები,  ავტოსადგურები;

თ) სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების შესაბამისად.

3. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონაში, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს, გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნულ ზონაში დაშვებულ ფარგლებსა და მოქმედების ვადის პერიოდში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2025.
როდის იქნა მიღებული „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2025. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №57. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016373.
რამდენი მუხლისგან შედგება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №57, 17.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016373 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6446880/