„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №98 |
|
2023 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ყველა ან კონკრეტული სახის ექსპლუატაცია; უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის კონკრეტული ან ყველა სახის ექსპლუატაცია დაშვებულია გარკვეული პირობებით; უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის კონკრეტული ან ყველა სახის ექსპლუატაცია დაშვებულია სააგენტოს მიერ გაცემული ექსპლუატაციის თანხმობით;“.
2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კონკრეტულ ობიექტზე პასუხისმგებელი პირის (როგორიცაა: მესაკუთრე/მფლობელი/ექსპლუატანტი/სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია შემდეგი ობიექტების მიმართ განსაზღვროს გეოგრაფიული ზონები, სადაც მუდმივად ან დროის გარკვეულ მონაკვეთში აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ყველა სახის ექსპლუატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტს გააჩნია ობიექტზე პასუხისმგებელი პირის თანხმობა:
ა) სამხედრო აეროდრომი და ვერტოდრომი;
ბ) სამხედრო საწვრთნელი ზონები;
გ) სამხედრო დანიშნულების ობიექტები;
დ) სამხედრო დანიშნულების ქარხნები;
ე) პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტები;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებები;
ზ) საზღვაო პორტები;
თ) საჯარო დაწესებულებები;
ი) სამრეწველო ქარხნები;
კ) ბუნების დაცვის ზონები, ეროვნული პარკები;
ლ) სამოქალაქო აეროპორტები, აეროდრომები, ვერტოდრომები და საფრენი მოედნები;
მ) საცხოვრებელი ზონები;
ნ) გარე საცურაო აუზები და კერძო სანაპირო ზოლები;
ო) საავადმყოფოები;
პ) ადგილები, სადაც ხორციელდება ავარიულ ვითარებაზე რეაგირება;
ჟ) მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ზონები;
რ) გზები, მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სარკინიგზო მაგისტრალები, სარკინიგზო და ავტოსადგურები და სხვა სტრატეგიული ობიექტები;
ს) საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ-ბინები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2023.
- როდის იქნა მიღებული „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.05.2023. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №98. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016303.
- რამდენი მუხლისგან შედგება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №98, 18.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016303 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5805191/