„ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №430 |
|
2025 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), რომლის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამ მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს ნებართვის გაუქმების უპირობო საფუძველს;“.
2. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;“.
3. „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სააგენტოსა და სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის დაავადების, მისი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის ან/და დაღუპვის შესახებ;“.
4. „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ყოველწლიურად, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში, დეპარტამენტს წარუდგინოს სრული ანგარიში სანებართვო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
პ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე, სააგენტოს თანხმობის საფუძველზე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს წინასწარ უნდა ეცნობოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შინაარსისა და ვადების შესახებ;
ჟ) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება. დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, ხოლო, თუ წყალსატევი გამოიყენება ენერგეტიკული, საირიგაციო, სასმელი დანიშნულებით, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში, ამ წესის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. საქმიანობის განხორციელებისას არ დაუშვას წყალსატევის დაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, უზრუნველყოს წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტიანი ლიკვიდაცია;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №430. სარეგისტრაციო კოდი — 400060000.10.003.025323.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №430, 29.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.025323 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6635457/