„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№282
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №282

2025 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესში“ (www.matsne.gov.ge, 06/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016324) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 41 მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:  

დ) აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს“.

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოწმობის, აღიარების სერტიფიკატის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე გამოსწორდება შეჩერების საფუძველი“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:

„2. შენიშვნა: აღიარების სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარედგინება ამ წესის №15 დანართის შესაბამისად“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. პილოტ-კურსანტის მომზადების დამატებითი პირობები

1. პილოტ-კურსანტის მომზადების თეორიული სწავლება და გამოყენებული სახელმძღვანელო(ები) უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ამ წესის №1 დანართის შესაბამისად განსაზღვრული პროგრამის საკითხებს. პილოტ-კურსანტი აღნიშნული სასწავლო სახელმძღვანელოთი უნდა უზრუნველყოს ფრენის ინსტრუქტორმა.

2. ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორი ვალდებულია, გააჩნდეს და აწარმოოს პილოტკურსანტის სწავლების პროგრესის ამსახველი დოკუმენტი და სწავლებისას გამოყენებული ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი ფორმები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების შენახვა უნდა განხორციელდეს ფრენის ინსტრუქტორის მიერ საფრენოსნო შემოწმებების გავლის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში. დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით, ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს მათ დაზიანებას, ცვლილებას და დაკარგვას“.

5. მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: მოწმობის მისაღებად სააგენტოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარედგინება ამ წესის №13 დანართის შესაბამისად“.

6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირის განცხადების საფუძველზე ამ წესის №14 დანართის შესაბამისად“.

7. დაემატოს №13-№15 დანართები თანდართული რედაქციით.  

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი