„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №50

2025 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 09/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

ფ) ზსხ-ის გადამოწმება – განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის მონაცემებთან ზსხ-ს შესაბამისობის დადგენა“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, ზსხ-ის მფლობელი უფლებამოსილია,  მიმართოს სააგენტოს  ბარათის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა ბარათის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ბარათის დაზიანების შემთხვევაში, ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სერიული ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათის და ბარათის დუბლიკატის გაცემა

1. სააგენტოს მიერ ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სერიული ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათის მოთხოვნის განცხადება (ამ წესის №12 დანართის შესაბამისად), რომელსაც ხელს აწერს ზსხ-ის მფლობელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.

შენიშვნა: თუ მფლობელი იურიდიული პირია, განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ბ) ზსხ-ის აწონვის ბარათი (ამ წესის №11 დანართის შესაბამისად);

გ) სააგენტოს მიერ გაცემული ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, რომელზეც მოცემულია ზსხ-ის სერიული ნომერი და საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის განცხადება და რომლითაც დასტურდება, რომ ზსხ შეესაბამება მწარმოებლის ტექნიკურ დოკუმენტაციას;

დ) ძირეული მოდიფიკაცი(ებ)ის განცხადება ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, ზსხ-ზე ძირეული მოდიფიკაციის განხორციელების შემთხვევაში.

2. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოს მიერ ხორციელდება ზსხ-ის გადამოწმება დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გაიცემა ზსხ-ის აღრიცხვის ბარათი და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური, რომლის შემდეგ შესაბამისი მონაცემები შეიტანება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, რომლის მონაცემები საჯაროა.

შენიშვნა: ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის ბარათი გაიცემა ამ წესის №3 დანართის შესაბამისად.

3. ზსხ-ის მფლობელი ვალდებულია, ზსხ გადამოწმების მიზნით წარადგინოს იმ დროს და იმ ადგილას, რომელიც შეთანხმდება სააგენტოსთან.

4. სააგენტოში განმცხადებლის მიერ ამ მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელ პირს.

5. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათი არის მხოლოდ მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელ საბუთს.

6. ზსხ-ის უფლებრივი დატვირთვის (გირაო) შემთხვევაში ზსხ-ის მესაკუთრემ ან სხვა შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა აღნიშნული უნდა აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც რეესტრში შეიტანება ინფორმაცია აღნიშნულ ზსხ-ზე არსებული უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) შესახებ.

7. აღრიცხვის ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში ზსხ-ის მფლობელი უფლებამოსილია,  მიმართოს სააგენტოს ბარათის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა ბარათის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ბარათის დაზიანების შემთხვევაში ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი“.

4. 4​1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, განცხადების წარდგენამდე, ზსხ-დან უნდა მოიხსნას აღრიცხვის ნიშნები და მიმღებ-მოპასუხიდან ან/და ELT-დან ამოღებულ იქნეს სააგენტოს მიერ მინიჭებული კოდები“.

5. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საჰაერო ხომალდის რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის ცვლილება, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება, სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. სერტიფიკატის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში ზსხ-ის მფლობელი უფლებამოსილია,  მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. სერტიფიკატის დაზიანების შემთხვევაში სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი“.

6. №7 და №12 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი
📎 დანართები (2)
50-1.docx

დანართი №7

24-ბიტიანი კოდის მოთხოვნის ფორმა

24-ბიტიანი კოდის მოთხოვნის განაცხადი/ APPLICATION FOR REQUEST OF A 24-BIT ADDRESS

აღრიცხვის ბარათის მფლობელი (ან განმცხადებელი) / HOLDER (OR APPLICANT) OF THE IDENTIFICATION CARD

განმცხადებელი პირი უნდა იყოს ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი. ამასთან, ამ ფორმას შესაძლებელია ხელი მოაწეროს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს წარმომადგენელმა (თუ აღჭურვილია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით), რომელიც ახორციელებს 24-ბიტიანი კოდის დაპროგრამებას აღჭურვილობაში.

The applicant must be the holder or applicant of the ULM identification card. The form can however be signed, by delegation, by the approved maintenance organization which will code the equipment with the 24-bit address.

სახელი, გვარი ან დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში)

First name, Family name or Name (in case of legal person):

მისამართი

Address:

ტელეფონი

Phone:

ელ. ფოსტა

E-mail:

ზსხ / ULM

მოსახმობი რადიოსიგნალი

CALL SIGN:

4 L

არა (ზსხ-ს ჯერ არ მიუღია LSA)

none (the ULM does not yet have an LSA)

აღრიცხვის ნიშნები

Identification marks:

მწარმოებელი, მოდელი

Manufacturer, model:

სერიული (საქარხნო) ნომერი (თუ შესაბამისია)

Serial number (if applicable):

მოთხოვნა / REQUEST

გთხოვთ, აღნიშნული ზსხ-ისთვის („S რეჟიმის (Mode S)“ მიმღებ-მოპასუხის და/ან ELT საავარიო რადიოშუქურის მონტაჟისთვის) 24-ბიტიანი კოდის გამოყოფას / I request the allocation of a 24-bit address for the ULM above (for the installation of a Mode S transponder and/or an ELT distress beacon).

შეხსენება: დაუშვებელია S რეჟიმის მიმღებ-მოპასუხის დამატების მოთხოვნა LSA-ში, მანამ, სანამ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო არ დააპროგრამებს 24-ბიტიან კოდს მოწყობილობაში, არ ჩაატარებს საკონტროლო ტესტს და არ გასცემს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) წესებთან შესაბამისობის განაცხადებას.

Reminder: It is not permitted to request the addition of a Mode-S transponder to an LSA until an approved maintenance organization has coded the 24-bit address into the equipment, conducted a control (ATC) test, and issued a CERTIFICATE OF CONFORMITY TO THE INTERNATIONAL TELECOMMUNICATION UNION (ITU) RADIO REGULATIONS.

ხელმოწერა/ SIGNATURE

თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, გთხოვთ, მონიშნოთ ქვემოთ მოცემული გრაფა

მე, განმცხადებელი, ვაცხადებ თანხმობას და უფლებას ვაძლევ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს/გადაამოწმოს წინამდებარე განაცხადით წარმოდგენილი, ასევე სააგენტოში ჩემ შესახებ დაცული ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტის გაცემის მიზნით.

სააგენტოს პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.gcaa.ge.

თარიღი

Date:

სახელი, გვარი, ხელმოწერა (ორგანიზაციის ბეჭედი, თუ შესაბამისია)

First name, Family name, Signature (company stamp, if applicable):

50-2.docx

დანართი №12

სერიული ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მისაღებად განცხადების ფორმა

განცხადება სერიული ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მისაღებად/ APPLICATION FOR IDENTIFICATION CARD FOR SERIAL ULM

განმცხადებელი/ APPLICANT

ფიზიკური პირის შემთხვევაში (მაგ.: ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე)/ In case of a physical person (individual or sole proprietorship)

ქ-ნ

Ms.:

ბ-ნ

Mr.:

სახელი

Name:

გვარი

Family Name:

დაბადების თარიღი

Date of Birth:

იურიდიული პირის შემთხვევაში (შ.პ.ს., ა(ა)იპ და ა.შ.)/ In case of a legal entity (LTD, NNLE, etc.)
ორგანიზაციის დასახელება/ Company Name:
საერთო ფლობის შემთხვევაში (მაგ.: ზსხ-ის თანამფლობელობა)/ In case of multiple owners (e.g. co-ownership)

საერთო მფლობელების ვინაობა (იხ. სექცია „თანდართული დოკუმენტები“)/ Identity of co-owners (see Section 'ATTACHED DOCUMENTS’)

შენიშვნა: ზსხ-ის თანამფლობელობის შემთხვევაში, აღრიცხვის ბარათზე მიეთითება თითოეული მფლობელი პირის ვინაობა/ Important note: In case of co-ownership, the identity of each owner is indicated on the registration card.

მისამართი/ Address:

საფოსტო კოდი/

Postal code:

მუნიციპალიტეტი/

Municipality:

ქვეყანა/ Country:

ტელეფონი/

Telephone:

ელ. ფოსტა/

Email:

ინფორმაცია ზსხ-ზე/ INFORMATION ON THE ULM

მწარმოებელი, მოდელი/

Manufacturer, Model:

საქარხნო (სერიული) ნომერი/ Serial Number:
ბაზირების ადგილი/ Home Base: აეროდრომი/ საფრენი მოედანი/ Aerodrome/ Operating site რეგიონი/ Region:
სხვა მდებარეობა/ Other Location

ზსხ-ის წინა აღრიცხვის მონაცემები/ ULM PREVIOUS IDENTIFICATION RECORDS

ზსხ-ს არ მიუღია აღრიცხვის ნიშანი (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის) და არ ყოფილა დარეგისტრირებული საქართველოში ან უცხო სახელმწიფოში/ ULM has never received ULM identification marks (including provisional) nor has ULM registered in Georgia or abroad

ზსხ-ს აქვს დროებითი აღრიცხვის ბარათი, აღრიცხვის შემდეგი ნიშნებით/

ULM is the subject of a ‘Provisional Identification Card’, with the marks

W

ზსხ დარეგისტრირებული იყო საქართველოში სხვა საკანონმდებლო აქტ(ებ)ის შესაბამისად, ან დარეგისტრირებული იყო უცხო სახელმწიფოში (დაურთეთ რეესტრიდან სხ-ის ამოღების სერტიფიკატი)/

ULM was registered in Georgia under another legislative act(s), or abroad (attach CERTIFICATE OF DEREGISTRATION)

რეგისტრაციის ყოფილი სახელმწიფო/ Previous country of registration/:

რეგისტრაციის ყოფილი ნიშნები/

Previous registration marks:

საიდენტიფიკაციო კოდი (ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ნომერი)/ Identification code (ULM Identification Sheet number):
a b c d e
Rev. No:

ვადასტურებ, რომ ზსხ ზუსტად შეესაბამება ზემოაღნიშნულ „ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათში“ არსებულ აღწერით ელემენტებს:

I declare that the ULM strictly complies with the descriptive elements of the ‘ULM Identification Sheet’ referenced above:

Yes

დიახ

არა (არსებობს განსხვავებები ზსხ-ს და ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათს შორის: დაურთეთ ძირეული მოდიფიკაციის განცხადება

No (there are differences between the ULM and the ‘ULM Identification Sheet’): attach a Declaration of Major Modification

ცვლილებების აღწერა/

Description of changes:

რადიოგადამცემები/ Radio Transmitters

ზსხ-ზე დამონტაჟებულია და გამოიყენება ერთი ან მეტი რადიოგადამცემი (მათ შორის, პორტატიული გადამცემები, პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურის (PLB) გარდა)/ One or more radio transmitter(s) are installed/used on the ULM (including portable ones, except personal locator beacon (PLB)):
არა/ No დიახ/ Yes

განცხადებები/ DECLARATIONS*

ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოები/ Flight and Maintenance Manual(s)

ვადასტურებ, რომ ვფლობ ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოებს, რომელიც უკავშირდება „ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათს“ (სადაც შესაბამისია, სახელმძღვანელოები განახლებულია ზემოაღწერილი ძირეული მოდიფიკაციის ფარგლებში).

I declare that I have the flight and maintenance manual(s) associated with the ‘ULM Identification Sheet’ (amended, if necessary, as part of the major modifications).

აწონვა/ Weighing

თან ვურთავ „ზსხ-ის აწონვის ბარათს“, რომელიც მიუთითებს, რომ ზსხ აიწონა და მისი ცარიელი მასა ტოლია ან ნაკლებია „ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათში“ მითითებულ მაქსიმალურ ცარიელ მასაზე (ან განახლებულია, სადაც შესაბამისია, ზემოაღწერილი ძირეული მოდიფიკაციის შესაბამისად).

I’m attaching a ‘WEIGHING REPORT OF ULM’ showing that ULM has been weighed and that its empty mass is less than or equal to maximum empty mass indicated on the ‘ULM Identification Sheet’ (or amended, where applicable, as part of a major modification described above).

კომპონენტებისგან (Kit) აწყობილი ზსხ ან მიწოდებულია არასრულად აწყობილი/ ULM in kit form or delivered incomplete
ვადასტურებ, რომ მწარმოებლისგან მიღებული ზსხ იყო სრულად აწყობილი და საფრენოსნო მდგომარეობაში:/ I declare that the ULM delivered by the manufacturer was complete and in flying condition:

დიახ

Yes

არა (იმ შემთხვევაში, თუ ზსხ მიწოდებულ იქნა კომპონენტების (Kit) ფორმით ან იყო არასრულად აწყობილი, აიწყო ან დასრულდა ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მისაღებად განმცხადებელი პირის პასუხისმგებლობით): / No (in case of an ULM delivered as a kit or incomplete, assembled or completed under the responsibility of the applicant for the ULM Identification Card):

ვადასტურებ, რომ ზსხ აიწყო/ დასრულდა მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად ან თუ არ სრულდება აღნიშნული პირობა, მწარმოებლის ინსტრუქციებიდან გადახვევა* არ ახდენს ზეგავლენას ზსხ-ის ფრენისუნარიანობაზე და არ იწვევს მის შეუსაბამობას მოქმედ ტექნიკურ პირობებთან. კომპონენტებისგან დამზადებული (Kit) ზსხ-ის შემთხვევაში, ვადასტურებ, რომ აწყობის შემდეგ დამაკმაყოფილებლად განხორციელდა საკონტროლო ფრენა./ I declare that the ULM has been assembled or completed in accordance with the manufacturer's instructions, or if this is not the case, that deviations* from the manufacturer's instructions do not compromise aircraft suitability for flight and compliance with applicable technical conditions. In the case of a kit, I declare that a satisfactory check flight has been carried out after assembly.

*თუ ინსტრუქციებიდან გადახვევა „ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის“ გათვალისწინებით იწვევს ძირეულ მოდიფიკაციას, აღნიშნული უნდა მიეთითოს, როგორც ძირეული მოდიფიკაცია ზემოაღნიშნული ფორმის ფარგლებში./ if these deviations lead to a major modifications compared to the ‘ULM Identification Sheet’, it should be considered as part of major modification described above.

ზსხ-ის ისტორია/ History of ULM

ახალი ზსხ/

New ULM

ექსპლუატაციაში ნამყოფი ზსხ (მაგ.: იმპორტირებული ზსხ): ვადასტურებ, რომ განხორციელდა ყველა სახის შემოწმება, რაც საჭიროა ზსხ-ის მდგომარეობის დადგენისთვის (მოდიფიკაციების ან რემონტის ჩათვლით, რომელიც განხორციელდა ზსხ-ზე მისი წარმოების შემდეგ) და სადაც შესაბამისია, განხორციელდა ყველა ქმედება, რაც აუცილებელია ზსხ-ის ფრენისუნარიანობის და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის უზრუნველსაყოფად./ Used ULM (e.g. imported): I declare that all the checks necessary to determine the condition of the ULM (including modifications or repairs carried out since its manufacture) have been carried out and, where applicable, that all actions necessary to guarantee its suitability for flight and regulatory compliance have been taken.
ფრენისუნარიანობა/ Suitability for flight
ვადასტურებ, რომ ზსხ ფრენისუნარიანია/ I declare that the ULM is suitable for flight

* ზემოთ მოცემული განცხადებები უნდა იყოს სწორი და შესრულებული ამ ფორმის ხელმოწერის დროს; იგი არ შეიძლება იყოს ვალდებულება, რომელიც შეიძლება შესრულდეს მოგვიანებით./ Attested facts must be true on the date of signing this form; it cannot be a simple commitment to comply later.

ხელმოწერა/ SIGNATURE

ვადასტურებ, რომ ინფორმაცია მოცემულია სიზუსტით და ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი ყალბი განცხადება შეიძლება ისჯებოდეს კანონით / I declare the sincerity of the information above and having been informed that any false declaration may be punishable by law.
თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, გთხოვთ, მონიშნოთ ქვემოთ მოცემული გრაფა

მე, განმცხადებელი, ვაცხადებ თანხმობას და უფლებას ვაძლევ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს/გადაამოწმოს წინამდებარე განაცხადით წარმოდგენილი, ასევე სააგენტოში ჩემ შესახებ დაცული ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტის გაცემის მიზნით.

სააგენტოს პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.gcaa.ge.

თარიღი/

Date:

სახელი, გვარი, ხელმოწერა (ორგანიზაციის ბეჭედი, თუ გამოიყენება)/

Name, Family name, Signature (company stamp, if applicable):

თანდართული დოკუმენტები/ ATTACHED DOCUMENTS

ყველა შემთხვევაში/

In all cases:

„ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის“ ასლი, რომელზეც მისი მფლობელი (ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენელი პირი) ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული ზსხ შეესაბამება „ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათში“ არსებულ აღწერით ელემენტებს და აკმაყოფილებს ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებს.

Copy of the ‘ULM Identification Sheet’ on which the holder of this sheet (or a duly authorized representative) has certified that the ULM above complies with the descriptive elements of this sheet and the applicable technical conditions.

განახლებული „ზსხ-ის აწონვის ბარათი“./ Up-to-dated ‘WEIGHING REPORT OF ULM’.
საერთო მფლობელობის შემთხვევაში/ In the case of co–owners: ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზსხ-ის თანამფლობელებს და მათ ფაქტობრივ მისამართებს, ხოლო სადაც შესაბამისია, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი წარმომადგენლობით აღჭურვილი პირისთვის/ Notarized document listing ULM co-owners and their addresses and where applicable, power of attorney for designated representative.
იმ შემთხვევაში, თუ ზსხ დარეგისტრირებული იყო საქართველოში სხვა საკანონმდებლო აქტ(ებ)ის შესაბამისად, ან დარეგისტრირებული იყო უცხო სახელმწიფოში/ If ULM was registered in Georgia under another legislative act(s), or abroad: რეესტრიდან სხ-ის ამოღების სერტიფიკატი/ ‘CERTIFICATE OF DEREGISTRATION’
ძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში/ If major modification(s): ძირეული მოდიფიკაციის განცხადება/ DECLARATION OF MAJOR MODIFICATION