„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №218 |
|
2022 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 17.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016048) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სხ-ს აქვს: ბ.ა) EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდებისა; ბ.ბ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისთვის, შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის უშუალო დაკვეთით, ისეთი სპეციალური ფრენების შესრულების მიზნით, როგორიცაა: სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო-საკონტროლო, სანაპირო-დაცვითი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სეტყვის საწინააღმდეგო, ან მისი ექსპლუატაცია ხორციელდება სასწავლო მიზნებისათვის - ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი, რომელშიც აღწერილი იქნება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები და ინსტრუქციები“. 2. მე-4 მუხლის: ა) 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) საჰაერო ხომალდის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების სააგენტოში წარდგენა ხორციელდება სხ-ის იდენტიფიცირების შემდეგ“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან. |
|