„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №403 |
|
2019 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში − სამსახური) ურთიერთობა, რომელიც ამ წესდებისა და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება.“.
2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მოხალისეობის მსურველმა, რომელსაც შევსებული აქვს აპლიკაცია ოფიციალურ ვებგვერდზე − www.volunteers.ge-ზე, სამსახურის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. შეკრებაზე ხდება მოხალისეობის მსურველთან გასაუბრება და აპლიკაციისათვის განკუთვნილ კითხვარში მითითებული უნარ-ჩვევების გადამოწმება. აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოხალისეობის მსურველი ელექტრონული ფორმით იღებს შეტყობინებას მისი კანდიდატურის მოხალისედ შერჩევის შესახებ.“.
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მოხალისე მეხანძრე-მაშველთა აღჭურვა და ქონებაზე პასუხისმგებლობა
1. ამ წესდების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებს სამსახური დროებით სარგებლობაში გადასცემს სახანძრო-სამაშველო ტექნიკას, სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას, მეხანძრე-მაშველის ფორმის ტანსაცმელსა და სანივთე ქონებას.
2. სამსახური უფლებამოსილია, განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის საჭირო საწვავ-საპოხი მასალითა და შესაბამისი ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.
3. სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობაზე პასუხისმგებელია ამ წესდების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.08.2019.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.08.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №403. სარეგისტრაციო კოდი — 140070000.10.003.021423.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №403, 23.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.021423 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4641729/