„რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომას“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის N431 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1421
2019 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
1. „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის №431 განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რკ საკრედიტო კავშირის „თანადგომის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი ნომერი: 60002004766).“.
2. „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის №431 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა