„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48-84
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.016659
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48-84

2019 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-96 დადგენილებაში (შემდგომში – დადგენილება) (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016547) და:

1.დადგენილების:

პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლის, 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1354, 1461 მუხლის, 1502 მუხლის, 1503 მუხლის, 1511 მუხლის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 1539 მუხლის, 1583 მუხლის, 1584 მუხლის, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 3 1 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“.

მე-2 მუხლის:

გ.ა) „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1);“;

გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს, თანდართული რედაქციით.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“;

მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“;

გ) მე-9 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  11 პუნქტი:

„11. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართადარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
📎 დანართები (1)
48-84-danarti.doc DOC

დანართი“

„დანართი № 2

საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

| | |

|ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია |ნაწილი II. |

|ნაწილი I |საჯარიმო ქვითრის ყუა |

|საჯარიმო ქვითარი | |

| |№ |

|ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № ბ.ა. | |

| |(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) |

|1. შედგენის თარიღი: ___________ 2. შედგენის ადგილი: ___________ | |

|(რიცხვი, თვე, წელი) |1._____________________________________________ |

|3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: _____________ |(გადამხდელის სახელი და გვარი) |

|_____________________________________________________________________ | |

| |2. ___________________________________________ |

|4. დამრღვევის მონაცემები:______________________________________________ |(გადამხდელის მისამართი) |

|ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი); | |

|________________________________________________________________________ |3. ___________________________________________ |

| |(ჯარიმის ოდენობა) |

|________________________________________________________________________ | |

|იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) |4.1.___________________________________________ |

| |(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) |

|5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:_______________________ | |

|_____________________________________________________________________ |4.2. ___________________________________________ |

|________________________________________________________________________ |(ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი) |

|6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს| |

|ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც |5._____________________________________________ |

|ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით. |(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) |

|6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების | |

|მართვის კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ |6._____________________________________________ |

|ლარის ოდენობით. |(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) |

|7.________________________________________________________________________ | |

|მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები | |

| |7. მიმღები მოლარე: __________________________ |

|8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ. |(ხელმოწერა) |

|________________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების, | |

|კონფისკაციის აქტისა და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების |8. შემომტანი: __________________________________ |

|რაოდენობა) |(ხელმოწერა) |

| | |

|9. მიმღები მოლარე: ____________ _____________________________________ | |

|(ხელმოწერა და თარიღი) (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) |ბ.ა. |

| | |

|მოწმის ხელმოწერა: ____________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: _____________ |თარიღი: ___________________________________ |

| |(რიცხვი, თვე და წელი) |

| | |

|სამართალდამრღვევი: _________________________________________________ |საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან |

|(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) |საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. |

| | |

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამკვეთი: დამამზადებელი:

მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის N