აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/529
2019 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა “ აჭარასა და სამცხე -ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს , რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის №2574 განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №1-1/579 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“შემადგენელ ნაწილს .
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში , რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ,,ახალციხე -ბათუმის “ 220 კვ . ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა , რათა მოხდეს სამხრეთ -დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების („შუახევი ს“და „კორომხეთი ს“ ჰესები ) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა , განაწილება ან /და ექსპორტი . გარდა ამისა , რეგიონში ახალი 220 კვ . ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას , ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას . მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა . ამასთან , მისი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის . მოცემულ პროექტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და აშენებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების კუთხით .
„ახალციხე -ბათუმი ს“220 კვ . ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა უშანგი აფციაურის (პ /ნ 47001009726) საკუთრებაში არსებული სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი 1900 კვ .მ ) ნაწილი – 58 კვ .მ , მდებარე ახალციხის რაიონი , სოფელი ფერსა , „ბაღი ახალშენში “, ს /კ 62.03.55.310.
დასახელებულ პირს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება , განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ , რაზედაც მან უარი განაცხადა .
ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის “ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა .
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრომ
შეისწავლა
წარმოდგენილი
განცხადებები
, თანდართული
დოკუმენტაცია
და
მიზანშეწონილად
მიიჩნია
, დაკმაყოფილდეს
სს
,,საქართველოს
სახელმწიფო
ელექტროსისტემის
“ შუამდგომლობა
ექსპროპრიაციის
უფლების
მინიჭების
თაობაზე
, შემდეგ
გარემოებათა
გამო
:
დადგენილია
, რომ
სს
„საქართველოს
სახელმწიფო
ელექტროსისტემა“ახორციელებს
„ახალციხე
– ბათუმი ს“220 კვ
. ორჯაჭვა
ელექტროგადამცემი
ხაზის
მშენებლობას
.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება , რომ უძრავი ქონება რეგისტრირებული საკადასტრო კოდით №62.03.55.310, მდებარე ახალციხის რაიონი , სოფელ ფერსაში , „ბაღი ახალშენში “, წარმოადგენს უშანგი აფციაურის (პ /ნ 47001009726) საკუთრებას .
დადგენილია
, რომ
დასახელებული
პროექტით
გათვალისწინებული
სამშენებლო
სამუშაოების
განხორციელების
არეალში
ექცევა
დასახელებული
პირის
საკუთრებაში
არსებული
სასოფლო
-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთიდან
(საერთო
ფართი
1900 კმ
.მ
) 58 კვ
.მ
. მიწის
ნაკვეთი
.
დადასტურებულია
, რომ
მესაკუთრეს
სს
„საქართველოს
სახელმწიფო
ელექტროსისტემამ
“ წერილობით
აცნობა
განსახორციელებელი
პროექტის
მნიშვნელობის
თაობაზე
და
მიეცა
პროექტის
ფარგლებში
მოქცეული
საკუთრების
ნებაყოფლობით
გასხვისების
წინადადება
, მიწის
შესყიდვისა
და
განსახლების
გეგმით
განსაზღვრული
საკომპენსაციო
თანხის
სანაცვლოდ
, რაზედაც
მათ
უარი
განაცხადეს
. გამოსყიდვის
შეტყობინებით
მოქალაქეს
ასევე
მიეწოდა
ინფორმაცია
, რომ
მათი
უარის
შემთხვევაში
სს
„საქართველოს
სახელმწიფო
ელექტროსისტემა
“, როგორც
პროექტის
განმახორციელებელი
, იმოქმედებდა
„აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის
საკუთრების
ჩამორთმევის
წესის
შესახებ“საქართველოს
კანონის
შესაბამისად
და
მათი
საკუთრების
(პროექტის
ფარგლებში
მოქცეულ
ნაწილზე
) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების
მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით
დადგენილ
ღონისძიებებს
.
საკუთრების უფლების , ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების , სამართლებრივ გარანტიას , წარმოადგენს კონსტიტუცია . უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე -19 მუხლში , რომლის პირველი პუნქტის თანახმად , „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია “. საკუთრების , როგორც ძირითადი უფლების გარანტია , პირველ რიგში , ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან . თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება .
საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას . კერძოდ , საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში , სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას , წინასწარი , სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით . ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან “. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია , რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ “ საქართველოს კანონით .
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , „ამ კანონის მიზანია , განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი . აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით , სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ , რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება “. ამავე მუხლის მე -2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის “.
ვინაიდან , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება , არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება .
ამასთან , საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა /გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას . „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე , მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით , საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით “.
ამდენად , „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის , მე -3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმის საფუძველზე , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „ახალციხე -ბათუმი ს“220 კვ . ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება – ს /კ 62.03.55.310, მდებარე ახალციხის რაიონი , სოფელი ფერსა , „ბაღი ახალშენში“მესაკუთრე : უშანგი აფციაური (პ /ნ 47001009726), სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის მთლიანი ფართი (1900 კვ .მ ) – საექსპროპრიაციო ფართი 58 კვ .მ .
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში , თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კ მ , №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქაბერიძე