ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 10.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5446-Iს
სარეგისტრაციო კოდი 020080000.05.001.019676
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2019
matsne.gov.ge 168 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი     თბილისი, 10 დეკემბერი 2019 წ. N5446-Iს საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ მუხლი 1🔗 ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 1 ოქტომბერს ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2🔗  ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდნენ იმავე მუხლით განსაზღვრული ის ფიზიკური პირები, რომლებზედაც 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცა.  მუხლი 3🔗 1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა. მუხლი 4🔗 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 10 დეკემბერი 2019 წ. N5446-Iს