შპს ,,ბაისოს’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/3468-17
საოქმო განჩინება
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
2019 წლის 28 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – მადონა გეწაძე
კრედიტორი – სს „თიბისი ბანკი“
წარმომადგენელი – კობა ქორიძე
მოვალე – შპს „ბაისო’’
წარმომადგენლები – გია ფოლადიშვილი, გრიგოლ ხმელიძე
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა – შპს „ბაისოს’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 18 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;
1.2. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.
3. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს გაკოტრების მმართველს.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
კრების თავმჯდომარე ციცინო მოსიძე
კრების მდივანი თეონა აბზიანიძე