,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №41 |
|
2019 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
,,11. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრი“ და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,სულიერების ცენტრი“ (შემდგომში ა(ა)იპ – ,,სულიერების ცენტრი“).
12. ა(ა)იპ – ,,სულიერების ცენტრი“ ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ უფლებამონაცვლედ.“.
4. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ დადგენილების პირველი და 11 პუნქტების მიზნებისათვის 2019 წლის 31 დეკემბრამდე:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კონტროლსდაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორმა (ი. ქეცბა) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და ა(ა)იპ – ,,სულიერების ცენტრის“ წესდების პროექტის წარმოდგენა.“.
5. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (რ. ნიჟარაძე).“.
6. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2
ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1, 11, 12 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან;
ბ) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის 1, 11, 12 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.
|