ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2019 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 2,170,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გრანტები
2,170,0
ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2,230,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
1. განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 150.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 150.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად: ათასი ლარი
|
1. განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
ა) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურებას, საქონელსა და მომსახურება და სხვა. ასევე, პრიორიტეტი მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებს. 2. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, საპირფარეშოების მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტული სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქურთის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები,შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მოსანდაკება და სხვა ღონისძიებები. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
3. განათლება (პროგრამული კოდი 03 00) ქურთის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 04 00) ქურთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, 80 წელს გადაცილებული მოხუცების ერთჯერადი სოციალური დახმარება, მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით,თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება
დაუშვებელია, იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები.
1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე;
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის გამოყოფილ იქნეს 8,0 ათასი ლარი.