ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2019
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № | რაოდენობა |
| N | გაცემის თარიღი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-თ გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2019 წლის 23 დეკემბერი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“
2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს კანონის
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის,
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის,
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების
ნუსხის,
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა
და
მკაცრი აღრიცხვის ფორმების
რეგისტრაციის ჟურნალების ფორმის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების თანახმად
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა
დგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი 1-ის
შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად;
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად;
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა დანართი 6-ის შესაბამისად;
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დათვალიერების ოქმი დანართი 7-ის შესაბამისად;
მუხლი 8🔗
დამტკიცდეს უწყების ფორმა დანართი 8-ის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი 1
ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1.
ადიგენის მუნიციპალიტეტში
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმისწარმოებისათვის
საჭირო დოკუმენტების
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესი
(შემდგომში
–
წესი)
შემუშავებულია
„მკაცრი
აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების(დოკუმენტების)
ნუსხის,
მკაცრი
აღრიცხვის
ფორმების
(დოკუმენტების)
რეგისტრაციის
წესის
და
მკაცრი აღრიცხვის
ფორმების
(დოკუმენტების)
რეგისტრაციის
ჟურნალის
ფორმის
დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. ადიგენის
მუნიციპალიტეტის
მერიის
მიერ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში
– ოქმი) და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში –საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 2🔗. ოქმის დამზადება და მომარაგება
1.
წინამდებარე
წესით
განსაზღვრული
ოქმი წარმოადგენს
მესამე
კატეგორიის
–„მარტივი
ტიპის“
მკაცრი
აღრიცხვის
ფორმას,
რომელიც
იბეჭდება
შესაბამისი
კატეგორიის
პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. ოქმების მომარაგებას
ადიგენის
მუნიციპალიტეტის
მერია
ახორციელებს დამოუკიდებლად.
ოქმის შეკვეთას ადიგენის
მუნიციპალიტეტის
მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. ოქმის გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული
წესით აღნიშნული
უნდა
იყოს შესაბამისი
მკაცრი
აღრიცხვის
ფორმისათვის
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს მიერ
დადგენილი
წესით
მინიჭებული
სარეგისტრაციო
ნომერი
და
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს ინიციალები
–
„სფს“,
ზედა
მარცხენა
კუთხეში
პოლიგრაფიული
წესით
აღნიშნული
უნდა
იყოს
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური
ნომერი და პოლიგრაფიული
წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია. ოქმის
ინდივიდუალური
(ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის
ნუმერაცია
თანმიმდევრულად
ხორციელდება
შესაბამისი
პოლიგრაფიული
საწარმოს
მიერ, ნუმერატორით
მითითებული ნომრით. ოქმზე მიეთითება სერია „აო”, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს,
ოქმის ბოლო
გვერდის
ქვედა
მარცხენა
კუთხეში
(დამკვირვებლის
პოზიციიდან) დაიტანება
დამამზადებელი
პოლიგრაფიული
საწარმოსა
და
დამკვეთის
–
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით.
4.
წინამდებარე
წესის
მე-5
მუხლის
მე-3
პუნქტისა
და
მე-6
მუხლების
მე-4
პუნქტის
მოთხოვნათა გათვალისწინებით,
იდენტური
ინდივიდუალური
ნომრის
მქონე
ოქმი
მზადდება
3
ეგზემპლარად.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია
სათანადო
წესით
გაფორმებული
მინდობილობა.
მინდობილობა
ადიგენის
მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის
შესაბამის
ფორმებს
პასუხისმგებელ
პირს
აბარებს
შესაბამის
მოხსენებით
ბარათზე
ადიგენის მუნიციპალიტეტის
მერის რეზოლუციის
საფუძველზე,
სათანადოდ
გაფორმებული
(ხელმოწერებითა
და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗. ოქმის გაცემა და დაბრუნება
1. ოქმის გაცემა
მერიის
შესაბამის
სამსახურზე
(შემდგომში
–
სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. ოქმების
მიღება-ჩაბარება
აღირიცხება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმის აღრიცხვის
ჟურნალებში.
ჟურნალი
უნდა
იყოს ზონარგაყრილი,
დანომრილი
და
დალუქული
(პასუხისმგებელი
პირის
ხელმოწერითა
და
მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის
ბეჭდით
დამოწმებული).
ჟურნალის
ფორმა
განისაზღვრება
დანართი 4-ის
შესაბამისად.
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება,
წაშლა
ან
ადრე
გაკეთებული
ჩანაწერის
შესწორება.
აუცილებლობის
შემთხვევაში
უზუსტო ჩანაწერი
გადაიხაზება
ერთი
ხაზით
ისე,
რომ
ნათლად
ჩანდეს
ადრე
დაწერილი
ტექსტი.
ჟურნალის მწარმოებელი
პასუხისმგებელი
პირი
აკეთებს
შესაბამის
ჩანაწერს
„შენიშვნის”
გრაფაში,
აწერს
ხელს
და უთითებს თარიღს.
4.
ოქმების, ადიგენის მუნიციპალიტეტის
მერიის
შესაბამის
სამსახურებზე გაცემას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს ბრძანებით განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.
5.
პასუხისმგებელი
პირი
აღრიცხავს
ოქმების გაცემასა
და
გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული)
ოქმების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველ კვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 4🔗. ოქმების შევსება და წარმოება
1.
ოქმი
ივსება
ლურჯი
ან
შავი
ბურთულიანი
კალმით.
ოქმში
ყველა
ჩანაწერი
კეთდება
გარკვევით. დაუშვებელია
გადახაზვა,
გადაფხეკა,
გადაშლა
და
ა. შ.
ოქმის
დაზიანების
ან
მასში
არასწორი
მონაცემების შეტანის
შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება
ჯვარედინად,
რომელსაც ოქმის შემდგენელის მოხსენებითი
ბარათით,
გაუქმების
მიზეზების
მითითებით
იმავე
დღესვე
აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის შედგენას
არ აწარმოებდა
მოცემული სამსახურის ხელმძღვანელი). გამოსაყენებლად
უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული
ფორმის
მიხედვით
დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი
ოქმები, რომელსაც თან
ერთვის
ჩამოწერის
აქტი,
ყოველი
თვის
ბოლოს
სამსახურის
ხელმძღვანელის
წერილობითი
მოხსენებითი ბარათით,
ადიგენის
მუნიციპალიტეტის
მერის
რეზოლუციით
გადაეცემა
(უბრუნდება)
პასუხისმგებელ პირს.
2.
ოქმში
შესატანი
მონაცემები
განისაზღვრება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
3.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმი
დგება
სამ
ეგზემპლარად.
შედგენილი
ოქმის
ერთი ეგზემპლარი
გადაეცემა
სამართალდამრღვევს,
რაზედაც
ოქმში
კეთდება
სათანადო
ჩანაწერი.
ოქმის
მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება
სასამართლოში
ან
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმის
განმხილველ
სხვა
შესაბამის ორგანოში.
4. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებულ უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ,
დანომრილ
და
დალუქულ
(სამსახურის
ხელმძღვანელის
ხელმოწერითა
და
ადმინისტრაციული სამსახურის
ბეჭდით
დამოწმებული)
წიგნში
და
შემდგომი
რეაგირებისათვის
დაუყოვნებლივ
უნდა გადაეგზავნოს
იმ ორგანოს
(თანამდებობის
პირს), რომელიც
უფლებამოსილია
განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.
5.
ოქმის
შემდგენი
და
საქმის
განმხილველი
ორგანო
ვალდებულია
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული
ოქმის შედგენიდან
ან/და დადგენილების
გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს)
მუხლი 5🔗.
სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოება
1. მითითება წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველს, რომელიც განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე
მუხლით.
2. მითითება არის
სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წარმოების პროცესში, გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც გამოწვეულია დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით.
3. დამრღვევი ჯარიმდება როგორც მითითების შეუსრულებლობისათვის,
აგრეთვე
არადროული შესრულებისათვის
ან/და
ნაწილობრივ
შესრულებისათვის.
4. მითითება ივსება ორ ეგზემპლარად:
ა) ერთი – ბარდება სამშენებლო სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიც მითითებულია მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტში, დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე, დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, მითითების ნომერი და გაცემის დრო;
ბ) მეორე – რჩება
სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
5. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) თუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა, აქტში აისახება გადაწყვეტილება:
6.
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა, აქტში აისახება გადაწყვეტილება:
7. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას თუ:
ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;
ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
8. შემოწმების აქტი დგება ორ ეგზემპლარად:
ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით;
ბ) მეორე – რჩება
სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება -გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
2. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
3. მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებულ უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
4. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა ოქმის წარმოების წესების დარღვევისათვის
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძვლები.
სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401, 513, 552, 1191, 130, 1461, 148, 150, 1501, 151, 152, 1534, 159, 1591, 1778,1779 მუხლები; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43; 45;
48; 49; 50; 51; 52 მუხლები; „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 31–35 მუხლები, 36- ე მუხლის I და II ნაწილი, 39-ე მუხლი და 43-ე მუხლის I ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევები.
დანართი №2
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული
ზედამხედველობის სამსახური
დაბა ადიგენი, თამარ მეფის №5
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ო ქ მ ი №
(ოქმის შედგენის ადგილი) (ოქმის შედგენის თარიღი)
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში - „ოქმი“) სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 240¹-ე, 242-ე მუხლების, (771-ე და 772-ე, 239-ე, 240-ე, 241-ე, 243-ე, მუხლები), „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-2 მუხლი), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხისა და მათი რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“.
2. ოქმი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.
3. ოქმი შეადგინა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
________________________________________________________________________
________________________________________________________________________
(სახელი, მამის სახელი, გვარი, თანამდებობა)
4. სამართალდამრღვევი: ___________________________________________________________
(სუბიექტის სრული დასახელება ან/და სრულად სახელი, გვარი)
________________________________________________________________________________
სუბიექტის სტატუსი (დამკვეთი, მენარდე)
__________________________________________________________________________________
იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელფოსტა
5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
6. სამართალდარღვევის არსი: ________________________________________________________
_____________________ ___________________________________________________________
რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლით.
________________________________________________________________________________
(კანონის ზუსტი დასახელება შესაბამისი მუხლის მითითებით)
7. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები (თუ არის ასეთი):
______________________________________________________________________________
8. მოწმეები: __________________________________________________________________
(სახელი, გვარი, ბინის მისამართი, პირადობის მოწმობის რეკვიზიტები)
9. დაზარალებულები: ____________________________________________________________
(თითოეულის სახელი, გვარი, ბინის მისამართი, პირადობის მოწმობის რეკვიზიტები)
10. ოქმის მე-8 და მე-9 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც არიან მოწმეები ან/და დაზარალებულები.
11. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ გადაცდომასთან დაკავშირებით:
12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი (პირველი ნაწილი):
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“.
13. გავეცანი ზემოაღნიშნულ მუხლსა და ოქმს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით: _______________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა)
14. ოქმი შედგენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ოქმი სწორია, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:
_________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენლის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა)
15. მოწმე (თუ არის)________________________________________________________________
(ხელმოწერა)
16. დაზარალებული (თუ არის) _______________________________________________________
(ხელმოწერა)
17. ოქმი შედგენილია სამ ეგზემპლარად, სამივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
შენიშვნა: თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში (პ.11) კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდამრღვევს ეძლევა საშუალება წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება, შენიშვნები ოქმის მიმართ, აგრეთვე ხელმოწერაზე უარის თქმის არგუმენტები. ოქმის ხელმოწერაზე სამართალდამრღვევის უარი არ არის საქმის შეწყვეტის საფუძველი (საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 232-ე მუხლი).
დანართი №3
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა
№
დაბა ადიგენი
,
თამარ მეფის №5.
____________ 20---წელი.
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის
№
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი -----------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი --------------------------
დანართი №4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შემდგენელი პირი
N
გაცემის
თარიღი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის №
გვარი
სახელი
თანამდე-ბობა
ხელმო-წერა
გვარი
სახელი
თანამდე-ბობა
ხელმო-წერა
დანართი №5
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
მ ი თ ი თ ე ბ ა №
შედგენის თარიღი ––––––––––––
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
მითითება წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება დამისამართი_________________________________________
___________________________________________________________________________
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი _________________________________
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ –––––––– მუხლის –––––––– ნაწილის –––– პუნქტით. საჯარიმო სანქცია
აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება –––––––––––––––––––––––––––––––––––– ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა –––––––––––––––––––––––––––––––––––––– დღე.
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება;
შემოწმების აქტის საფუძველზე თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილი); სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. მითითების გამცემი
(თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----
მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი). მიწერილობა გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განთავსების თარიღი
.
დანართი 6
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი №
შედგენის თარიღი: ––––––––––––––
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
მითითება გაცემული იყო საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ ––––––––––– მუხლის –––––––––––– ნაწილის–––– პუნქტით, გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად.
შემოწმების აქტი დგება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემული №––––––––––––––– მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემოწმების მომენტში
მშენებლობის ეტაპი: _____________________________________________________________
________________________________________________________________________________
შემოწმებით დადგინდა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილი);
თუ დარღვევა გამოსწორებულია, საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხველი გარემოებები, პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ ან არ არსებობს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-11 ნაწილი)
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა აღმოფხვრილ იქნა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ხოლო სამართალდარღვევაზე დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი); შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა):
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუ ვერ ხერხდება დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი). შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
___________________________________________________________________
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განთავსების თარიღი
.
დანართი №7
ადიგენის მუნიციპალიტეტის
მერიის ზედამხედველობის სამსახურის
დაბა ადიგენი, თამარ მეფის №5
დათვალიერების ოქმი
–––––––––––––––––
–––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––
შედგენის თარიღი
მისამართი
შემდგენი პირები:
დათვალიერების საფუძველი:
შემოსული წერილი № თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ცხელი ხაზი № თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აშკარა დარღვევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დასათვალიერებელი ობიექტის:
მესაკუთრე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მშენებელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამკვეთი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––
დასათვალიერებელი ობიექტის ზუსტი აღწერა და პარამეტრები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდარღვევა სამშენებლო საქმიანობაში:
სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;
უნებართვო მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი;
ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის
განთავსება; უსაფრთხოების ღობის ან/და დამცავი ბადის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა; ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად; მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება; მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა; მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა; შენობა-ნაგებობის მწვავე ავარიულობა;
ახსნა-განმარტება:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაინტერესებული პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემდგენის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ფოტოდანართი (რაოდენობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №8
უ წ ყ ე ბ ა №----
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული დარღვევის საფუძველზე
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის შესაბამისად, დაბარებული ხართ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურში (დაბა ადიგენი,
თამარ მეფის №5) არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
დამრღვევის დასახელება და მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––
საქმის განხილვის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––
საქმის განხილვის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
უფლებამოსილი თანამდებობის პირი ______________________________________________
უწყების განთავსების თარიღი ____________________________________________________