ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი დაბა ქედა |
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 11 825 000 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7 887 800 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 600 000 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 337 200 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 6 843 735 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 879 150 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 889 150 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10 000 ლარის ოდენობით, მათ შორის
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 11 808 210 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
1.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00)
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება), რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს. მუციპალიტეტის მიერ თანადაფინასნებით მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში, რომელსაც განახორცილებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ და ფუძნებული იურიდიული პირები. მოქმედი თუ შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ საგრანტო კონკურს , რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა რაც საშუალებას აძლევს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ქედის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
|
2.
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 02 00)
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01)
|
3.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 694 900 ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
4.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,156.1 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
5.
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
|
|
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
|||
|
(ლარებში) |
|||
|
N |
პროგრამული კოდი |
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა |
2020 წლის პროექტი |
|
VI |
06 00 |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
796 492 |
|
1 |
06 01 |
ჯანმრთელობის დაცვა |
451 792 |
|
1.1. |
06 01 02 |
ამბულატორიული მომსახურეობა |
187 592 |
|
1.2. |
06 01 03 |
სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა |
154 000 |
|
1.3. |
06 01 04 |
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის |
85 200 |
|
1.4. |
06 01 06 |
თემების სამედიცინო ცენტრებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობა და ინვენტარის შეძენა |
25 000 |
|
1.4.1. |
06 01 06 01 |
დოლოგნისა და ცხმორისის ამბულატორიების რემონტი |
25 000 |
|
2 |
06 02 |
სოციალური უზრუნველყოფა |
344 700 |
|
2.1. |
06 02 01 |
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა |
25 200 |
|
2.2. |
06 02 02 |
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება |
30 040 |
|
2.3. |
06 02 03 |
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის |
12 660 |
|
2.4. |
06 02 04 |
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
60 000 |
|
2.5. |
06 02 05 |
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვისერთჯერადი მატერიალური დახმარება |
30 000 |
|
2.6. |
06 02 06 |
ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა |
13 800 |
|
2.7. |
06 02 07 |
სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია-რებილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა |
15 000 |
|
2.8. |
06 02 09 |
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა |
30 000 |
|
2.9. |
06 02 10 |
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლით შეცვლის პროგრამა |
92 000 |
|
2.10. |
06 02 10 |
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა |
36 000 |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 00 |
796 492 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
- ამბულატორიული მომსახურეობა; - სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა; - თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის; - დოლოგნისა და ცხმორისის ამბულატორიების რემონტი |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. შედეგი: გაზრდილია ჯანმრთლეობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ამბულატორიული მომსახურეობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 02 |
187 592 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული საექიმო ამბულატორიასთან და ჭირს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა საექიმო ამბულატორიის ტრანსპორტითა და სხვა მომსახურეობით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მერისის, დანდალოს, ცხმორისის წონიარისის, ზვარის, დაბა ქედის, მახუნცეთის, დოლოგნის, ოქტომბრის და პირველი მაისის ამბულატორიების მომსახურეობა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესება შედეგი: გაუმჯობესებული ამბულატორიული მომსახურება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 03 |
154 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის დასახლებულ ადგილებში, გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება გართულებულია, რამაც გამოიწვია მათთვის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზების აუცილებლობა. დაფინანსება განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის მერიასა და მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მედიკამენტების მიწოდება და ანაზღაურება მოხდება ყოვლეკვარტალურად. პროგრამის მოსარგებლეები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. თემის სამედიცინო პუნქტების (შემდეგ-თსპ) მედდებთან ხელშეკრულების გაფორმებას, თსპ-სათვის მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენას ანხორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია. მედდების შერჩევა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე გასაუბრების წესით, თანდართული დოკუმენტებით (შესაბამისი განათლების დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტები) |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 06 |
25 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამბულატორიულ აღრიცხვაზე ქედის მუნიციპალიტეტიდან აღრიცხვაზე არის 585-მდე პაციენტი, აქედან წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად ამბულატორიას მიმართავს თვის განმავლობაში 50-60 პაციენტი, რაც ძალიან მცირეა და ამის ძირითადი მიზეზი არასათანადოდ განვითარებული ფსიქიკური ჯანდაცვის სიტემაა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობისა და საფეხურებრივი ზრუნვის პრინციპები. საფეხურებრივი და უწყვეტი მომსახურების განხორციელება სათემო სერვისების განვითერბის გარეშე, შეუძლებელია, სწორედ, ამიტომაცაა საჭირო მობილური გუნდის მომსახურების დამატება ამბულატორიულ სერვისში. მობილური გუნდი ემსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს, რომლების ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, სოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგოიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს, გარდა ამისა ამ მომსახურებით იზრდება ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და ამავე დროს ცალსახად შეუმსუბუქდებოდა ხარჯები ამბულატორიულ დისპანსერულ მეთვალყურეობას. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ფსიქიკური ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი პრინციპებია განსაზღვრული, რაც მოიცავს: დაბალანსებულ ზრუნვას, მომსახურების ინტეგრაციას, უწყვეტობასა და თანმიმდევრულობას. თანამედროვე ფსიქიატრიული მომსახურება ეს არის დაბალანსებული მომსახურება თემზე და ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაფუძნებულ ზრუნვას შორის. გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა ეს პროექტი შეძლებს შეუმსუბუქოს პაციენტს და მათ ოჯახებს სოციალური მდგომარეობა, როგორც ფინანსური დანახარჯების ასევე დროის ეკონომიითაც, ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი რაიონიდან ამბულატორიაში ვიზიტისთვის (განსაკუთრებით ის კატეგორია პაციენტების ვინც შეირჩევა მდგ-ს მიერ) საჭიროებს თანმხლებ პირს, რაც ოჯახისთვის ორმაგი დანახარჯია, გარდა ამისა ოჯახი, რომელიც უმეტესწილად სოფლად და რაიონში სოფლის მეურნეობით არის დაკავებული კარგავს დროს, რადგან ასეთი მარშუტის გამო მთელი დღე და ხშირად ორიც ჭრდება თუ ,,დაგვიანდა" სოფლის ტრანსპორტის გასვლის საათებში. სოფლად ასეთი ,,მოუცლელობის" გამო ხშირად პაციენტი თვეების განმავლობაში ვერ აკითხავს ამბულატორიას, შედეგად კი ეს შემდგომში პაციენტის გამწვავებით და სტაციონარებით სრულდება, რაც სახელმწიფოს როგორც ავღნიშნეთ გაცილებით ძვირი უჯდება. ამიტომ მობილური გუნდის დერვისი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის მომსახურების პროგრამა, პარალელურად მას სოციალური პროგრამის დატვირთვაც ეძლევა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება შედეგი: მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ჩატარებული საჭირო ღონისძიებები. |
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური უზრუნველყოფა
დაფინანსება ლარში
06 02
344 700
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
- სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
- ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება;
- ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის;
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მიზანი: საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება
შედეგი: გაუმჯობესებულია საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობები.
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 |
25 200 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ქედის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ქედაში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტიგენტის 23 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. ქვეპროგრამა მოქმედებს 2005 წლიდან. მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი: აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართვაზე უპირატესობა მიენიჭებათ მარტოხელებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მიმდინარე ქვეპროგრამაში კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად (წელიწადში 365 დღის) განმავლობაში მენიუს შესაბამისად. შერჩევა მოხდება 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს შორის, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ქულის მქონე მარტოხელა და ინვალიდ ბენეფიციარებს 2019 წლის განმავლობაში შემოსული განცხადებების მიხედვით. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა შედეგი: უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, მატერიალური და ფინანსური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 02 |
30 040 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
|
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს, კერძოდ ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობებსების მიზნით. ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის ქვეპპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკვდავყოფის, გარკვეულ ოჯახებზე მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევას. პროგრამას არეგულირებს 1995 წლის ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონი და 2000 წლის საქართველოს კანონი ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ''. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, ასევე გათვალისწინებული ვეტერანის დაკრძალვისათვის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები და ვეტერანთათვის მოხდება თხევადი აირის შეძენა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ვეტერანთა უკვდავყოფა და მათზე ფინანსური და მატერიალური დამარების გაწევა შედეგი: გაწეული ფინანსური და მატერიალური დამარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 03 |
12 660 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
|
||
|
პროგრამის აღწერა |
2016 წელს ქედაში დაწყებული საპილოტე პროექტი განსაკუთრებულად მორგებული და ეფექტური აღმოჩნდა სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის რაზეც უშუალოდ მოხუცებიც საუბრობენ: „მათ დაამარცხეს სიკვდილის შიში და გაუჩნდათ ცხოვრების გაგრძელების იმედი“ რა აძლევთ მათ ამის საფუძველს ეს იყო აღნიშნულ პროექტში მჭიდრო და აქტიური როლი მოხალისეებისა, რომლებიც გაიწვრთნენ იმ აუცილებელი უნარებით რაც არამობილური ხანდაზმულების მოსავლელად და პირველი (ექიმამდელი) გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად იყო საჭირო , მოხუცებს დაურიგდათ გადასაადგილებელი საშუალებები (ეტლები, ყავარჯენი ჭოჭინა და ხელჯოხები) საჭიროების მიხედვით და მოხალისეებს მიეცათ მისი გამოყენების ინსტრუქტაჟი. პროექტი საქართველოში პირველად აჭარაში დაინერგა ეს არის განგაშის შეტყობინების ყელსაკიდები, რომელიც დაურიგდა 9 ბენეფიციარს და ის სრულად პასუხობს იმ აუცილებელ მოთხოვნას, რომელიც გააჩნიათ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, ვინაიდან ისინი ხშირად საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ცხოვრობენ რაიონიდან მოშორებით , ხშირად უჩივიან სამედიცინო ეკიპაჟის დაგვიანებით მისვლას ან ზოგ შემთხვევაში (ტელეფონის არ ქონის, გონების დაკარგვის და სხვა) საერთოდ ვერ ახერხებენ გამოძახებას და ხშირად დაგვიანებული დახმარება ლეტალური შედეგების მიზეზი ხდება. ამიტომ ამ აპარატის საშუალებით მათ შეუძლიათ მასში წინასწარ მითითებული 5 ნომრიდანა (რომლის თანმიმდევრობაც გონივრულად და შეთანხმებულად არის ჩაპროგრამებული) თითის 1 დაჭერით გამოიძახონ . ამ ეტაპზე 1) მეზობელი, 2) მოხალისე 3) სოფლის ექიმი,) ამ აპარატის საშუალებით მოხუცები დაცულები არიან კრიმინალისაგან და სტიქიური მოვლენებსი დროს უმწეობის მიზეზით ტრაგიკული შედეგებისაგან. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ არამობილურ ხანდაზმულებისათვის შინ მოვლის სერვისების უზრუნვეყოფით, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური ინტეგრაცია და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება შედეგი: შემცირებულია მარტოხელა ხანდაზმულების ჯანმრთელობის ზიანის რისკი |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 04 |
60 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
|
||
|
პროგრამის აღწერა |
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დემოგრაფიული პრობლემების ფონზე დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება. სწორედ ამიტომ, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარებას მიიღებენ მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა შედეგი: ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) განხორციელებულია მატერიალური დამარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 05 |
30 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამი მიზნით ქვეყანაში შემუშავდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე თითოეული პირისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას და უფასო სამედიცინო მომსახურეობის დახმარების პაკეტს. 0-დან 100 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით შეიმუშავა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რომელიც 400 ლარს შეადგენს |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 100000 ქულის მქონე ოჯახებისათვის ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა შედეგი: ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში გაწეული ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 06 |
13 800 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. ტრანსპორტირების ხარჯი ერთ ბენეფიციარზე გათვლილია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ მოწოდებული მგზავრობის ღირებულების მიხედვით, (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 13-მდე დიალიზის სეანს), ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯები, ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და უწევთ ორი სახის ტრანსპორტის შეცვლა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. ქედის მუნიციპალიტეტიდან 8 ბენეფიციარი მკურნალობს, პროგრამა შედგენილი იქნა დიალიზის სახლემწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირება შედეგი:ხელშეწყობილია ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 07 |
15 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე თაანამხლებ პირთან ერთად მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას, რომელთა კურსები დაფინანსებულია აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით. აღნიშნული პროგრამით სარგებლობს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 1 (ერთი) ბავშვისათვის ადრეული განვითარების სპეციალისტის მიერ მომსახურების გასაწევად ადგილზე მიმოსვლის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას. ტრანსპორტის ხარჯი თვეში 8 ვიზიტი 120x12=1440 ლარი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა შედეგი: ხელშეწყობილია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა |
დაფინანსება ლარში |
|
06 10 |
92 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კატეგორია, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველით ამორტიზირებულია და საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნულ ოჯახებს არ გააჩნიათ ახალი საცხოვრებელი სახლების აშენების ან აღდგენის რესურსი, მუნიციპალიტეტის მერია მათ შეუძენს ახალ ფიცრულ საცხოვრებელ სახლებს. ბენეფიციართა შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. პროგრამაში ჩაერთვება 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული და ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახების სოციალური მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები |
||
|
|
|
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა |
დაფინანსება ლარში |
|
06 09 |
30 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნუციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებულია ათეულობით განცხადება, რომლითაც ითხოვენ სიძველის გამო საცხოვრებელი სახლების ამორტიზირებული სახურავების შეცვლით დახმარებას. აღნიშნული მოქალაქეების უმრავლესობა იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და არ გააჩნიათ საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით მოახდინონ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება. გამომდინარე აქედან საჭიროა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რათა ეტაპობრივად მოხდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, თუნუქის ფურცლების გაცემა განხორციელდება კომისიური წესით (მონაკვეთების ან მთლიანი ნაწილის) გადახურვის მიზნით. თუნუქის ფურცლების გაცემისას უპირატესობა მიენიჭება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის სახურავით უზრუნველყოფა
შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 10 |
36 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
შემუშავებული იქნა მოვლის საჭიროების მქონე პირთა მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა. ქვეპროგრამის ფარგლებში პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით სამედიცინო მოვლის საგნების შესასყიდათ ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევა 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარება შედეგი: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბენეფიციარების უზრუნველყოფა მატერიალური (ფინანსური) დახმარებით. |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|