„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-12/ნ |
|
2020 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
,,„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“.
,,5. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.“;
,,6. დამტკიცდეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესი – დანართი №6.“.
,,4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არსებობა (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან.“;
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.“;
„4. განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემდგომში ეკომიგრანტი ოჯახისათვის ამ საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ხოლო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ეკომიგრანტ ოჯახს, დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობება სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ წერილობით.“;
„7. დეპარტამენტი მოახდენს ეკომიგრანტი ოჯახების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსა და სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოების მეშვეობით.
8. დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი. შევსებული განაცხადის ხელმოწერა ხორციელდება დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლისა და ეკომიგრანტი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილების მქონე ერთ-ერთი სრულწლოვანი ოჯახის წევრის მიერ.“;
„10. განაცხადების შევსებაზე და ხელმოწერაზე დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლები განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
„12. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.“;
„15. ამ მუხლის მე-11, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ კომისია განსაზღვრავს იმ განაცხადების რაოდენობას, რომელიც დეპარტამენტის და/ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს მიერ გადამოწმებული უნდა იქნეს ადგილზე.“;
„8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, განაცხადის დაკმაყოფილებისა და საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.
„ბ) რეგისტრაციის ორგანო;
ბ.ა) სამინისტრო/სააგენტო;
ბ.ბ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველო;
ბ.გ) სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველო;
ბ.დ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველო;
ბ.ე) ქვემო ქართლისა და კახეთის ტერიტორიული სამმართველო;
ბ.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“;
„ე.გ.ა) სამინისტრო/სააგენტო;“.
|