📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52-15
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016680
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2020
matsne.gov.ge 790 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 10.06.2022 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.03.2023 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 19.07.2022 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-15 2020 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  მე-4 პუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 2​9 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-36 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი და მიზანი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების საკითხს, როდესაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 2. წესის მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  ამ წესში გამოყენებული ტერმინები განისაზღვროს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართის „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები“ შესაბამისად.“ю მუხლი 3🔗. მშენებლობის სახეებია   მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა); ე) ლანდშაფტური მშენებლობა. მუხლი 4🔗. სამშენებლო საქმიანობის ობიექტები  1. სამშენებლო საქმიანობის ობიექტი არის მიწის ნაკვეთი ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები. 2. სამშენებლო საქმიანობის ობიექტის შექმნა და გამოყენება რეგულირდება კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. 3. მიწის ნაკვეთების სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობები განისაზღვრება ამ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 5🔗. სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები 1. დამკვეთს, ამ წესის მიზნებისთვის, წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 2. დამკვეთი ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) შეათანხმოს სამშენებლო დოკუმენტაცია, წინამდებარე წესის შესაბამისად; გ) უზრუნველყოს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის შესრულება. 3. დამკვეთს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გადასცეს თავისი უფლებამოსილება სხვა პირს, რომელიც სამშენებლო საქმიანობის ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნება დამკვეთის უფლებამოსილებით; ბ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს მშენებლობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელებას. 4. დამკვეთზე ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 6🔗. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი  ამ წესის მიზნებისთვის, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ წესის შესაბამისად შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაცია; ბ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს წესი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. მუხლი 7🔗. სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებაზე უფლებამოსილი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური). მუხლი 8🔗. სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების წესი  1. დამკვეთი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, წარუდგინოს სამსახურს ამ წესით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია. 2. დამკვეთის მიერ წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტაციას სამსახური ითანხმებს წერილობით, არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში. 3. განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა შესაძლებელია განხორციელდეს სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების გარეშე. აღნიშნული ასევე ვრცელდება მშენებლობაზე, რომელიც უნდა შესრულდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვის ფარგლებში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვეთი მშენებლობის დასრულების შემდგომ, სამსახურს წერილობით აცნობებს ნაწარმოები მშენებლობის შესახებ და წარუდგენს ამ წესით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციას. 5. ამ წესის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტაცია სამსახურის მიერ შესაძლებელია შეთანხმდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ობიექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია ან/და დასრულებულია. მუხლი 9🔗. სამშენებლო დოკუმენტაციის შემადგენლობა   1. სამშენებლო დოკუმენტაცია შედგება: ა) განმარტებითი ბარათისგან; ბ) ობიექტის ესკიზური პროექტისგან ან/და კონსტრუქციული/ტექნოლოგიური სქემისაგან. მუხლი 10🔗. სამშენებლო საქმიანობის სახეები, რომელსაც არ სჭირდება სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება 1. სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებას არ საჭიროებს შემდეგი სამუშაოები: ა) ლანდშაფტური მშენებლობა; ბ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); გ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება; დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა). მუხლი 11🔗. სამშენებლო დოკუმენტის ცვლილება   სამშენებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია მიმართოს სამსახურს. სამსახური შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას ახორციელებს იმავე წესით, რა წესითაც ითანხმებს სამშენებლო დოკუმენტაციას. მუხლი 12🔗. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი შედეგები   1. ნაწარმოები მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია დამკვეთი. 2. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მიმართოს შესაბამის ორგანოს.