ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) უმაღლესი საბჭოს მიერ მისი გათავისუფლებისას;
დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ე) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას;
ვ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;
ზ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე;
გ) ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლებისას:
გ.ა) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობას მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მისაღებად;
გ.ბ) საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ უმაღლესი საბჭო 1 კვირის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებისთანავ