2. მთავრობის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;
ე) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ი) წარადგენს კანონის პროექტს უმაღლეს საბჭოში;
კ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს;
ლ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ნ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს