2. მთავრობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებული ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის თანახმად არ განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას. მთავრობას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდა