წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იმავე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.

3. ამ მუხლთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
მთავრობის კომპეტენცი