2. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, არყოფნის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი არ არის:
ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები;
ბ) განკარგოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება.
4. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება მთავრობის თავმჯდომარის მიე