საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405173164) საქმიანობის საგნის ცვლილების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №212
2020 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
1. დასრულდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სვიფტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:405173164) ლიკვიდაციის პროცესი.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – შპს „სვიფტ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:405173164) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრიდან და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს ვახტანგ თურნავა (პირადი ნომერი: 01030036992).
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს – შპს „სვიფტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:405173164) მიეცეს თანხმობა, შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს – „სვიფტის“ (ს/ნ: 405173164) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 21 მაისი № 928 განკარგულება.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი