1. საქართველოს მთავრობამ 2030 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმები და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ა) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება;

ბ) „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულება;

გ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულება;

დ) „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულება;

ე) „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულება.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ა.ა) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“;

ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“;

ა.გ) „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხის შესახებ“;

ა.დ) „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“;

ა.ე) „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“;

ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ბ.ა) „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“;

ბ.ბ) „ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესახებ“.

4. ამ მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის მოთხოვნებ