სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2024 ბოლო ცვლილება 25.04.2024
ნომერი
№2-388
სარეგისტრაციო კოდი
390000000.22.023.016858
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-388

2024 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმა – დანართი №1;

ბ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმა – დანართი №2.

2. სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტების დროს უნდა ეცვას შესაბამისი სპეციალური სამსახურებრივი ტანსაცმელი – ფორმა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
📎 დანართები (1)
danarti.docx

დანართი №1

სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმა

1. ქურთუკი – ქურთუკი დამუშავებული უნდა იყოს რიპსტოპის ტიპის ქსოვილისაგან. ფერი მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი. შემადგენლობა: 50% ბამბა, 50% პოლიესტერი (± 5%). წონა 235-250 გ/მ2. სარჩული ქურთუკისფერი პოლიესტერი 100%, 50-70 გ/მ2.

ქურთუკი უნდა იყოს სწორი სილუეტის. ორივე კალთის ზედა ნაწილში ზედნადები მომრგვალებული მოცულობითი ჯიბეებით, სარქველები ე.წ. ფხრიწზე. ორივე კალთის ქვედა ნაწილში ჩაჭრილი სარქველიანი ჯიბეები, შეკვრა თითო კნოპით. ქურთუკი იკვრება პლასტმასის ელვაშესაკრავით საყელომდე. ქურთუკს შიდა მხრიდან მარცხენა მხარეს უნდა გააჩნდეს ე.წ. გულის ჯიბე კანტით.

საყელო გადაფენილი. სახელო ერთნაწილიანი, მიკერებული, მაჯასთან შიგნიდან რეზინის მანჟეტით, სახელოს ბოლოში გარედან ორი ცალი ლითონის შესაკრავი კნოპი. ზურგი ორნაწილიანი, ე.წ. კოკეტკით. ქურთუკის ბოლოზე მიკერებული მჭიდროდ ნაქსოვი მანჟეტი, სიგანით 6-7 სმ

ქურთუკის ცალ მკლავზე უნდა განთავსდეს საქართველოს დროშა, მეორე მკლავზე სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქარგული), ხოლო ზურგზე ამოქარგული სააგენტოს დასახელება.

ქურთუკს მკერდზე შესაძლებელია გაუკეთდეს ამოქარგული წარწერა (ცვლადი) ფხრიწზე.

1

2. მოკლემკლავიანი მაისური – ქსოვილი – ბამბა 100%. ქსოვა ე.წ. ლაკოსტა. წონა – 185-200 გ/მ2. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი.

მაისური უნდა იყოს შეკერილი „პოლოს“ სტილის. ჩვეულებრივი გადაფენილი საყელო ჩადგმული საღილე, 3 ღილით შესაკრავი. სახელო მოკლე, ბოლოზე მიკერებული მანჟეტით. მაისურის ბოლო შეკეცილი 2 სმ სიგანით.

მაისურის ცალ მკლავზე უნდა განთავსდეს საქართველოს დროშა, ხოლო მკერდზე – სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქარგული).

2

3. გრძელმკლავიანი მაისური – ქსოვილი – ბამბა 100%. ქსოვა – ე.წ. ლაკოსტა. წონა – 185-200 გ/მ2. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი.

მაისური უნდა იყოს შეკერილი „პოლოს“ სტილის. ჩვეულებრივი გადაფენილი საყელო, ჩადგმული საღილე, 3 ღილით შესაკრავი. სახელო გრძელი, ბოლოზე მიკერებული მანჟეტით. მაისურის ბოლო შეკეცილი 2 სმ სიგანით.

მაისურის ცალ მკლავზე უნდა განთავსდეს საქართველოს დროშა, ხოლო მკერდზე – სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქარგული).

3

4. შარვალი – შარვალი დამუშავებული უნდა იყოს რიპსტოპის ტიპის ქსოვილისაგან. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი. შემადგენლობა: 50% ბამბა, 50% პოლიესტერი (± 5%); წონა – 220 გ/მ2 ± 5გ/მ2.

შარვალი უნდა იყოს თავისუფალი სტილის, წინა ნაწილში დახრილი ჯიბეებით. წინ იკვრება ერთ ღილზე და ლითონის ელვაშესაკრავზე. მუხლს ზევით, ორივე მხარეზე მოცულობითი ჯიბე სარქვლით. სარქვლის გვერდებზე, ე.წ. ფხრიწით, შარვლის უკანა ზედა ნაწილზე – ჩაჭრილი ჯიბეები (ერთკანტიანი. ჯიბეს ზემოდან უნდა ეფარებოდეს სარქველი ე.წ ფხრიწით). წელზე მოთავსებულია 6 ცალი საქამრე, სიგანით 5-6 სმ (ქამართან თავსებადი). შარვლის ტოტების ბოლოები ჩაშვებული და შეკეცილი 2 სმ სიგანით, სამუხლეებით და ამოკერილი უბით.

შარვალზე ყველა ძირითადი ნაკერი გაფორმებული უნდა იყოს ორმაგი გვირისტით, ასევე საჭირო (გადაკერების ადგილები) ადგილებზე ორმაგი ჩამაგრებებით.

4

5. ქუდი (პანამა) – ქუდი დამუშავებული უნდა იყოს რიპსტოპის ტიპის ქსოვილისაგან. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი. შემადგენლობა: 50% ბამბა, 50% პოლიესტერი (±5%), წონა – 230 – 240 გ/მ2.

ქუდი უნდა იყოს სამნაწილიანი. ზედა ნაწილი სადა ქსოვილით. შუა ნაწილში იმავე ქსოვილით ჩადგმული აქვს გვერდებზე ორი საჰაერო კაფსული და გამაგრებულია ორმაგი ქსოვილით. პანამის ბოლო (ფარფლი) გამაგრებულია ორმაგი ქსოვილით და დამუშავებული გასაფორმებელი გვირისტებით და დაბოლოებული კანტით. ფარფლები გვერდებზე იკვრება კნოპით. პანამას მიკერებული აქვს შესაკრავი თასმები სამაგრით.

ქუდზე უნდა განთავსდეს სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქარგული).

5

6. საწვიმარი ლაბადა (პონჩო) – დამუშავებული უნდა იყოს წყალგაუმტარი ქსოვილისაგან (წყალგაუმტარობა არანაკლებ 4000 მმ), შემადგენლობა – ნეილონი 100%. წონა – 155-180გ/მ². ფერი – მუქი მწვანე, ხაკისფერი, რუხი, შავი, ყავისფერი და ლურჯი.

6

7. ქამარი – მასალა – გამძლე სინთეტიკა; ბალთა – მყარი და გამძლე პლასტმასის. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკისფერი ან რუხი. ზომა – არანაკლებ 150 სმ, რეგულირებადი.

8. ჩანთა – A-4 ფორმატის დოკუმენტების მოსათავსებლად, ე.წ. Z-ისებრი გაშლის ფუნქციით. ჩანთის ზედაპირი დამუშავებული უნდა იყოს წყალგაუმტარი (წყალგაუმტარობა არანაკლებ 4000 მმ) ქსოვილისგან. შემადგენლობა – პოლიესტერი 100%. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი.

ჩანთის კედლებში სიმყარისათვის ჩაკერებული უნდა იყოს შესაბამისი მასალა, გარშემო შემოკერებული უნდა ჰქონდეს შავი ფერის კანტი, ჩანთას უნდა გააჩნდეს პლასტმასის შესაკრავი და არანაკლებ 1,2 მ ზომის რეგულირებადი საკიდი.

ჩანთაზე წინა მხარეს უნდა განთავსდეს წარწერა სააგენტოს დასახელებით და სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქარგული).

7

9. სვიტერი – შემადგენლობა 100% პოლიესტერი, პოლარი, არანაკლებ 250 გ/მ2, სამხრეებზე და იდაყვებზე დაკერებული უნდა ჰქონდეს წყალამრეკლი ქსოვილი 100% პოლიესტერი. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი.

სვიტერი უნდა იყოს სწორი სილუეტის. წინა ქვედა ნაწილში 2 ჩაჭრილი დახრილი ჯიბე უნდა იკვრებოდეს პლასტმასის ელვაშესაკრავით. სვიტერი იკვრება მკერდის ნაწილიდან პლასტმასის ელვაშესაკრავით, საყელოს ბოლომდე. საყელო – დგარი. იდაყვის მიდამოში, მხარზე და უკანა ნაწილში კოკეტკის სახით ეკერება წყალამრეკლი ქსოვილი 100% პოლიესტერი. სვიტერის ბოლოზე და მკლავებზე მიკერებული მჭიდროდ ნაქსოვი მანჟეტი, სიგანით 4-5 სმ.

სვიტერის ცალ მკლავზე უნდა განთავსდეს საქართველოს დროშა, ხოლო მკერდზე სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქარგული).

8

10. თბილი შარვალი – შარვალი დამუშავებული უნდა იყოს რიპსტოპის ტიპის ქსოვილისაგან. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი. შემადგენლობა: 50% ბამბა, 50% პოლიესტერი (± 5%). წონა არანაკლებ 235-250 გ/მ2.

შარვალი უნდა იყოს თავისუფალი სტილის, წინა ნაწილში დახრილი ჯიბეებით. წინ იკვრება ერთ ღილზე და ლითონის ელვაშესაკრავზე. მუხლს ზევით, ორივე მხარეზე, მოცულობითი ჯიბე სარქვლით. სარქვლის გვერდებზე ე.წ. ფხრიწით, შარვლის უკანა ზედა ნაწილზე – ჩაჭრილი ჯიბეები (ერთკანტიანი. ჯიბეს ზემოდან უნდა ეფარებოდეს სარქველი, ე.წ. ფხრიწით). წელზე მოთავსებულია 6 ცალი საქამრე, სიგანით 5-6 სმ (ქამართან თავსებადი). შარვლის ტოტების ბოლოები ჩაშვებული და შეკეცილი 2 სმ სიგანით, სამუხლეებით და ამოკერილი უბით.

შარვალზე ყველა ძირითადი ნაკერი გაფორმებული უნდა იყოს ორმაგი გვირისტით, ასევე, საჭირო (გადაკერების ადგილები) ადგილებზე ორმაგი ჩამაგრებებით.

9

11. ჟილეტი – დამუშავებული უნდა იყოს რიპსტოპის ტიპის ქსოვილისაგან. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი. შემადგენლობა: 50% ბამბა, 50% პოლიესტერი (± 5%). წონა 220 გ/მ2 ± 10 გ/მ2. სარჩული ბადე პოლიესტერი 100%; სწორი სილუეტის საყელო ნახევრად დგარი. წინა კალთა კოკეტკიანი. მარცხენა წინა კალთაზე დაკერებულია ელიფსური ტექნიკური შესაკრავი ემბლემისთვის. კალთები ერთმანეთზე იკვრება ელვაშესაბნევით. წინა კალთებზე დაკერებულია მოცულობითი ჯიბე სარქვლით, სარქვლის ქვეშ დამატებითი ზედნადები ჯიბით. სარქველი ჯიბეზე იკვრება ორი ტექნიკური შესაკრავით. მარჯვენა კალთაზე დაკერებულია ორმაგი პატარა მოცულობითი გულისჯიბე სარქვლით, სარქველი ჯიბეზე იკვრება ერთი ტექნიკური შესაკრავით. სარქველზე განთავსებულია ერთი ლითონის ნახევარრგოლი, მარჯვენა კალთაზე გვერდის ჯიბის თავზე დამუშავებულია ჯიბე ელვაშესაკრავით.

ზურგი არის ახსნილი კოკეტკიანი, რომელიც ზურგზე იკვრება სამი ტექნიკური შესაკრავით. კოკეტკაზე მიკერებულია სარქველი წარწერით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აიკეცება და შეინახება კოკეტკის ქვეშ ზურგის შუა ნაწილში, ვერტიკალურად დამუშავებულია გაჭრილი ორი შეხსნილი, გვერდის შეხსნილები მომრგვალებულია.

ზურგის ქვედა ნაწილზე დაკერებულია მოსაჭიმები, რომელიც იკვრება წინა კალთაზე დაკერებული ლითონის ორი ნახევარრგოლით.

სარჩულად გამოყენებულია საზედაპირე ქსოვილი. ორივე წინა კალთის სარჩულზე დაკერებულია გულისჯიბე, რომელიც იკვრება ტექნიკური შესაკრავით. ზურგის სარჩული წელის ხაზის ზემოთ არის „ბადეღრუბლით“. სარჩულის წელის ხაზზე დამუშავებულია ჯიბე ელვაშესაკრავით, ჟილეტის მკერდზე შესაძლებელია გაუკეთდეს ამოქარგული წარწერა (ცვლადი) ფხრიწზე.

10

12. თბილი ქურთუკი – დამუშავებულია მუქი მწვანე, ან ხაკი ან რუხი ფერის საქურთუკე ქსოვილისგან. სწორი სილუეტის, ელვაზე მოსახსნელი მათბუნებლით. მათბუნებლის წინა კალთებზე დამუშავებული გულისჯიბით, ჩაკერებული წინაფრიანი, სარჩულიანი კაპიუშონით. წინა კალთები კოკეტკიანია, ერთმანეთზე იკვრება ევლაშესაბნევით, რომელიც დაფარულია ორი თამასით და ერთმანეთზე იკვრება შვიდი ლითონის კნოპით. სახელო ჩაკერებული, ორნაწილიანი, ჩაშვებული, რომლის ბოლოს სიგანე რეგულირდება მოსაჭიმით ტექნიკურ შესაბნევზე. წინა კალთაზე დამუშავებულია ერთკანტიანი გაჭრილი ჯიბე სარქვლით, რომელიც იკვრება ჯიბეზე ერთი ლითონის კნოპით. ზურგი ახსნილი კოკეტკიანი, რომელიც ზურგზე იკვრება სამი ტექნიკური შესაკრავით. კოკეტკაზე მიკერებულია სარქველი არეკვლადი წარწერით, რომელიც შეიკეცება და შეინახება კოკეტკის ქვეშ, წინა კალთებზე და სახელოებზე დაკერებულია ზედნადები რელიეფური ელვა შესაკრავიანი ჯიბე. სახელოებზე მიკერებულია ემბლემა. ქურთუკი სარჩულიანია. მარცხენა კალთის სარჩულზე დამუშავებულია ერთკანტიანი გულისჯიბე.

ქსოვილი: – საზედაპირე მასალა სამშრიანი პოლიესტერი, არანაკლებ 1 მ/კვ 210 გ.; მოსახსნელი მათბუნებელი ქსოვილის წონა 1 მ/კვ არანაკლებ 200 გ.; – სარჩულის ქსოვილის წონა 1 მ/კვ არანაკლებ 60 გ.

11

13. წინაფრიანი ქუდი

ა) ზამთრის ქუდი – საზედაპირე ქსოვილი მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი ფერის სამშრიანი პოლიესტერი, არანაკლებ 1 მ/კვ 210 გრამი. მათბუნებლის სარჩული: დალიანდაგებული სინტეპონი, თბოუნარიანი მასალა, ქსოვილის წონა 1მ2 ზედაპირზე არანაკლებ 200 გრამი, წინაფრიანი, კლასიკური (ე.წ. ,,ნემკა“ ან „,ვატსონი“ სტილი). მრგვალი, მყარი მდგრადი ფორმის. წინაფრა, მკვრივი, დრეკადი, ელასტიური, პლასტიკური მასა, არანაკლებ 73 მმ ± 3 მმ ცენტრალური ნაწილიდან წინ, ქსოვილით დაფარული, წინაფრის წინა მესამედზე, ორი წრიული გასაფორმებელი სამკერვალო გვირისტით; ქუდის საშუბლე წინა ნაწილის სიმაღლე 82 მმ ± 2მმ, ქუდის უკანა ნაწილის სიმაღლე, ხელოვნური ბეწვით გაფორმებული (დამუშავებული) ორსამაგრიანი სარქველის მიმაგრების ადგილიდან 115 მმ (±5მმ). ქუდის უკანა ნაწილს წინაფრის დაბოლოებებიდან უკანა მხარეს გასდევს ყურების და კისრის დამცავი – წინა ნაწილის სიმაღლე 7სმ (±1სმ), ხოლო უკანა ნაწილის 6 სმ (±1სმ). ჩამოსაშლელი ხელოვნური ბეწვით გაფორმებული (დამუშავებული) ორსამაგრიანი სარქველი, რომელიც წარმოადგენს ქუდის ძირითადი ნაწილის გაგრძელებას, მაგრდება ქუდის ძირითად ნაწილზე, აკეცილ მდგომარეობაში, მარჯვნიდან და მარცხნიდან თითო უჟანგავი მასალისაგან დამზადებული კნოპით და იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს როგორც მათბუნებელი საშუალება მისი ჩამოშლისას. ხელოვნური ბეწვი მუქი შავი ფერის, მბზინავი დაბალბეწვიანი. ქუდს წინაფრის ზემოთ ძირითად ნაწილზე უნდა ჰქონდეს შემოკერებული 2,5 სმ იმავე მასალისაგან დამზადებული არშია, სამკერვალო გვირისტებით ზედა და ქვედა ნაწილში. ქუდის საშუბლე ნაწილზე განთავსებულია სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქაგული);

ბ) ზაფხულის ქუდი – ქუდი დამუშავებული უნდა იყოს რიპსტოპის ტიპის ქსოვილისაგან. ფერი – მუქი მწვანე ან ხაკი ან რუხი. შემადგენლობა – 50% ბამბა, 50% პოლიესტერი (± 5%), წონა – 230 – 240 გ/მ2.

წინაფრიანი, კლასიკური მრგვალი, მყარი მდგრადი ფორმის. წინაფრა, მკვრივი, დრეკადი, ელასტიური, პლასტიკური მასა, არანაკლებ 73 მმ ± 3 მმ ცენტრალური ნაწილიდან წინ, ქსოვილით დაფარული, წინაფრის წინა მესამედზე, ორი წრიული გასაფორმებელი სამკერვალო გვირისტით; ქუდის საშუბლე წინა ნაწილის სიმაღლე 82 მმ ± 2მმ, ქუდის უკანა ნაწილი შესაბამისი ზომის. ქუდს უნდა გააჩნდეს მარჯვნიდან და მარცხნიდან ორ-ორი უჟანგავი მასალისაგან დამზადებული საჰაერო. ქუდის საშუბლე ნაწილზე განთავსებულია სააგენტოს ემბლემა (დაკერებული ან ამოქაგული).

12

14. მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ზამშის, ტყავის, ან ტყავის და ქსოვილის, ან ზამშის და ქსოვილის კომბინაციით, შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ზაფხულის და ზამთრის ფეხსაცმელი.

დანართი №2

სსიპ ‒ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმა

  1. გრძელსახელოიანი მაისური ‒ მაისური ტრიკოტაჟული ხაკისფერი ქსოვილისგან გრძელი სახელოთი და მრგავლი ყელით გარეზინებული (რიბანა) საყელოზე (საყელოს სიგანე 2,5(+/-0,5). მაისურის და სახელოს ბოლო დამუშავებულია ბრტყელი გვირისტის მანქანით. ქსოვილის შემადგენლობა: არანაკლებ 80% ბამბა, ფერი: ხაკისფერი ქსოვილის წონა: 150 გრ/მ2 (+/-10%).

  2. კეპი ‒ ხაკისფერი რიბსტოპის ქსოვილის 6 ნაჭრიანი კეპი. უკანა მხარეს მომჭიმით ტექნიკური შესაკრავზე ზომის სარეგულიროდ. პლასმასის კოკარდი დამუშავებულია ქსოვილში 4 პარალელური გვირისტით. ქსოვილის შემადგენლობა: 50% ბამბა (+/-5), 50% ნეილონი (+/-5), ქსოვილის ტიპი: რიბსტოპი ქსოვილის წონა: 220-235 გრ/მ2 (+/-10%).

  3. მაისური კოკეტკით ‒ მაისური ხაკისფერი ტრიკოტაჟული ქსოვილისგან მოკლე სახელოთი. დამუშავებულია კოკეტკით და გადაფენილი საყელოთი დგარზე. მაისური იკვრება 3 ღილით ღილკილოზე. სახელოს და კალთის ბოლო დამუშავებულია ბრტყელი გვირისტის მანქანით. ქსოვილის შემადგენლობა: მთავარი ქსოვილი ‒ არანაკლებ 80% ბამბა, წონა 150გრ/მ2 (+- 10%).

  4. მამაკაცის საცვალი ‒ ხაკისფერი ბამბის ქსოვილის მამაკაცის საცვალი. უბეში გულფიკით. სათავე დამუშავებულია 3 სმ-იანი (+-0,5სმ) რეზინაზე. შარვალი ბოლოვდება 8 სმ-იანი (+-1სმ) სიგანის გარეზინებული ბამბის ქსოვილის (რიბანა) მანჟეტით. ქსოვილის შემადგენლობა: არანაკლებ 80% ბამბა, ფერი: ხაკისფერი.

  5. პერანგი ‒ ხაკისფერი პერანგი გადაფენილი საყელოთი დგარზე, გრძელი სახელოთი და კოკეტკით. წინა კალთა 4-ნაწილიანია, ვერტიკალური ჭრით, შემაერთებელი ნაკერის გასწვრივ დაკერებულია ჯიბე სარქველით, სარქველი ჯიბეზე იკვრება, ერთი ღილით ღილკილოზე. სახელო ბოლოვდება მანჟეტით შეხსნილზე და იკვრება 3 ღილით ღილკილოზე. სახელოზე დაკერებულია მომჭიმი სიგრძის რეგულირებისთვის და იკვრება 1 ღილით ღილკილოზე. მხრის ნაკერთან სახელოს ჩაკერების ხაზზე ჩაყოლებულია სამხრე რომელიც კოკეტკაზე იკვრება ღილით ღილკილოზე. პერანგი იკვრება 7 ღილით ღილკილოზე. კალთის ვერტიკალური ნაკერი, საყელო, სარქველი, კოკეტი, მანჟეტი და პაგონი გაფორმებულია ნაპირიდან 0,5 სმ-ში(+- 0,1სმ) ქსოვილის შემადგენლობა: 20% (+-10) ვისკოზა, 80% (+-10) პოლიესტერი. ფერი: ხაკისფერი.

  6. საწვიმარი ლაბადა ‒ მართკუთხედის ფორმის საწვიმარი ლაბადა კაპიუშონი იკვრება პოლიესტერის მრგვალი თასმით და პლასმასის დამჭერით. საწვიმარის გვერდები იკვრება 4-4 კნოპით. საწვიმარს ირგვლივ ნაპირში ჩასმული აქვს 10 ლუვერსი (ღიობის დიამეტრი 1 სმ). ნაკერები დამუშავებულია წებოვანი ლენტით წყალგაუმტარობისათვის. ქსოვილის შემადგენლობა: არანაკლებ 80% პოლიესტერი, წყალგაუმტარობა: არანაკლებ 2000მმ, ქსოვილის წონა: 120 გრ/მ2 (+/-10%). ფერი: ხაკისფერი.

  7. ტაქტიკური შარვალი ‒ შარვალი ხაკისფერი ლიკრის შემცველი ქსოვილის (რიბსტოპი) სწორი სილუეტის, უბეში კლინით თავისუფლებისთვის. ტოტის უკანა დეტალი სამნაწილიანი, კოკეტკით და მუხლის არეში ჰორიზონტალური ნაკერით (ნაკერი გაფორმებულია ორი პარალელური გვირისტით). კოკეტკის ნაკერში დამუშავებულია ფურცლაკიანი (1 სმ სიგრძის) ჯიბე ფიგურული სარქველით (ჯიბის სიგრძე 16 სმ (+-2სმ). შარვლის წინა ნახევრები ერთნაწილიანი, დამუშავებულია გვერდის დახრილი ჯიბე ფიგურული ჭრილით, სათავიდან ქვემოთ დამუშავებულია ერთ კანტიანი ჯიბე, მუხლის არეში დამუშავებულია ოთხი ამოღებულობა ამობურცულობისთვის. გვერდის ნაკერის გასწვრივ ჩაკერებულია ჯიბე ორი ვერტიკალური ნაკეცით და შიდა ფარული ჯიბეებით. ჯიბის თავზე დაკერებულია ფიგურული სარქველი დაკერების ხაზზე დანისთვის განკუთვნილი ღიობით. ჯიბის სარქველები შარვალზე იკვრება ორი ტექნიკური შესაკრავით. შარვლის სათავე მუშავდება ჩაკერებული ქამრით. ქამარი შედგება ერთმანეთში შემავალი სამინაწილისგან, რომლის ბოლოებიც დამუშავებულია რეზინით, სათავის სიგრძის რეგულირებისთვის. სათავის უკანა დეტალზე დაკერებულია 2,5 სმ სიგანის 5 საქამრე. სათავის წინა დეტალებზე დაკერებულია 5,2 სმ სიგანის 2 საქამრე, რომელზეც დამუშავებულია 4 სმ-იანი ჰორიზონტალური დამჭერი. ცდომილება (+- 1 სმ) შარვალი იკვრება ძუა ელვა შესაკრავით, ერთი ღილაკით და ერთი ღილით ღილკილოზე. სარქველები, ჯიბეები, გვერდის ნაკერი, კოკეტკა, უბის ნაკერი და გულფიკი გაფორმებულია ორი პარალელური გვირისტით. შარვალი დამუშავებულია ჩამაგრებებით. ქსოვილის შემადგენლობა: არაუმეტეს 45% ბამბა, არანაკლებ 55% სხვა ხელოვნული ბოჭკო. ქსოვილის წონა არანაკლებ 150 გრ/მ2. ფერი: ხაკისფერი.

  8. შარვალი საცვეთით ‒ შარვალი ხაკისფერი ლიკრის შემცველი რიბსტოპით, სწორი სილუეტის. ტოტის უკანა დეტალი სამ-ნაწილიანი, კოკეტკით და მუხლის არეში ჰორიზონტალურად ნაკერით (ნაკერი გაფორმებულია ორი პარალელური გვირისტით). კოკეტკის ნაკერში დამუშავებულია ფურცლაკიანი ჯიბე (1 სმ-იანი კანტით). შარვლის უკანა დეტალებზე უბეში დაკერებულია საცვეთი. შარვლის წინა დეტალები ერთ-ნაწილიანია, დამუშავებულია გვერდის დახრილი ჯიბე ფიგურული ჭრილით. სათავიდან ქვემოთ ჰორიზონტალურად დამუშავებულია 1 კანტიანი ჯიბე (9 სმ სიგრძის) მუხლის არეში დამუშავებულია 4 ამოღებულობა ამობურცულობისათვის. გვერდის ნაკერის გასწვრივ დაკერებულია ზედნადები ჯიბე ვერტიკალური ორმხრივი ნაკეცით და ფიგურული სარქველით, სარქველი ჯიბეზე იკვრება აირი ტექნიკური შესაკრავით (ფხრიწით). შარვლის სათავე მუშავდება ჩაკერებული ქამრით და 2,5 სმ-იანი სიგანის 7 საქამრით. ქამარი შედგება ერთმანეთში შემავალი სამი ნაწილისგან რომლის ბოლოებიც დამუშავებულია რეზინით. სათავის სიგრძის რეგულირებისათვის). შარვალი იკვრება ელვა-შესაკრავით და ერთი კნოპით. სარქველები, ჯიბეები, გვერდის ნაკერი, კოკეტკა, უბის ნაკერი და გულფიკი, გაფორმებულია ორი პარარელური გვირისტით. შარვალი დამუშავებულია ჩამაგრებით. ქსოვილის შემადგენლობა: არაუმეტეს 45% ბამბა, არანაკლებ 55% სხვა ხელოვნული ბოჭკო. ქსოვილის წონა არანაკლებ 150 გრ/მ2. ფერი: ხაკისფერი.

  9. ფლისის ზედა ტანი ‒ ხაკისფერი ფლისის ზედა ტანი საყელოთი და საყელოში ასული 25 სმ-იანი სპირალი ელვა შესაკრავით წინა კალთაზე დამუშავებულია 2 ვერტიკალური ჩაჭრილი ფურცლაკიანი ჯიბე. კალთის და სახელოს ბოლოები მთავრდება 6 სმ-იანი სიგანის მანჟეტით. ქსოვილის შემადგენლობა: არანაკლებ 80% პოლიესტერი, ქსოვილის წონა: არანაკლებ 180გრ/მ2 ფერი: ხაკისფერი.

  10. ფლისის ქუდი ‒ ხაკისფერი ფლისის ქუდი. თავზე მომდგარი. 4 ამოღებულობით სიმრგვალისათვის და ორმაგი ბოლოთი. ქუდის ყველა ნაკერი დაფარულია შავი ტრიკოტაჟული კანტით. ქსოვილის შემადგენლობა: არანაკლებ 80% პოლიესტერი, წონა არანაკლებ 180 გრ/მ2 ფერი: ხაკისფერი.

  11. ქუდი ,,პანამა“ ‒ მზისგან დამცავი ხაკისფერი ქუდი. ოთხი ლითონის ლუვერსით ჰაერაციისთვის. ქუდზე ირგვლივ დაკერებულია 2,5 სმ-იანი პოლიესტერის თასმა სამაგრის ფუნქციით (სანათის, კამერის...) თავზე ფიქსაციისთვის ქუდს აქვს პოლიესტერის მრგვალი თასმა პლასმასის დამჭერით თავზე ფიქსაციისთვის. ქსოვილის შემადგენლობა: არაუმეტეს 45% ბამბა, არანაკლებ 55% სხვა ხელოვნული ბოჭკო. ქსოვილის წონა არანაკლებ 150 გრ/მ2.

  12. ქურთუკი (ტრანსფორმერი)

ა) ძირითადი ქურთუკი (გარე).

ძირითადი ქურთუკი წყალგაუმტარი ხაკისფერი ქსოვილისგან სწორი სილუეტის, ტრიკოტაჟული სარჩულით, გვერდის ნაკერებში ორმხრივი მოქმედების თვითხსნადი ელვა შესაკრავით.

ქურთუკი იკვრება ელვა შესაკრავზე, რომელიც დაფარულია ორმხრივი თამასით (ორი ღილაკით და სამი ტექნიკური შესაკრავით).

ქურთუკი დამუშავებულია კოკეტკით, რომლის ქვეშაც ორივე წინა კალთაზე არის შიდა გულის ჯიბე (ჰორიზონტალური) და მარცხენა მხარეს კამერის ჯიბე.

წინა კალთებზე დამუშავებულია გულის არეში ვერტიკალური ჩაჭრილი ჯიბეები წყალგაუმტარ ელვა შესაკრავზე.

ქურთუკს წინა ორივე კალთაზე ქვედა მხარეს აქვს გვერდითი ვერტიკალური ორმაგი ჯიბე, შიდა ჯიბე იკვრება ელვა შესაკრავზე.

საყელო დგარი ‒ ორნაწილიანი.

სახელოს ქვედა ნახევარში მუშავდება ჩაჭრილი ჯიბე წყალგაუმტარი ელვა შესაკრავით, სახელოს ბოლო რეგულირდება მომჭიმით ტექნიკურ შესაკრავზე.

ქურთუკს აქვს მოსახსნელი კაპიუშონი ელვაშესაკრავზე, რომელიც იკეცება საყელოში და იხურება ღილაკებით.

ქურთუკის სარჩულს ორივე მხარეს აქვს ვერტიკალურად ჩაჭრილი ჯიბე (ცეცხლსასროლი იარაღისთვის), რომელთაგან მარცხენა მხარე იკვრება ელვა შესაკრავით, მარჯვენა მხარე ‒ ტექნიკურ შესაკრავზე.

ქურთუკის ბოლოს სიგანე რეგულირდება მრგვალი რეზინით და ფიქსატორებით.

ბ) გამოსახსნელი ქურთუკი (შიდა)

ქურთუკი მუშავდება სარჩულით.

ქურთუკი მოსახსნელი სახელოებით ელვა შესაკრავზე. გვერდის ნაკერებში ელვა შესაკრავით და ღილაკიანი სამაგრებით.

ორივე წინა კალთაზე ქვედა მხარეს დამუშავებულია ელვა შესაკრავზე ვერტიკალური ჯიბე. მარცხენა მხარეს გულის ჯიბე დამუშავებულია ელვა შესაკრავზე.

საყელო ‒ დგარი ორნაწილიანი.

გამოსახსნელი ქურთუკი ძირითად ქურთუკზე მაგრდება წინ ელვა შესაკრავით. კისრის არეში, სახელოს ბოლოში და გვერდის ნაკერებზე მაგრდება ღილაკიანი სამაგრებით.

ქსოვილის შემადგენლობა და წონა:

ბ.ა) ძირითადი ქურთუკის ქსოვილი ‒ არანაკლებ 80% პოლიესტერი სამშრიანი მემბრანით არანაკლებ 150 გრ.მ/კვ;

ბ.ბ) გამოსახსნელი ქურთუკის ქსოვილი ‒ არანაკლებ 80% პოლიესტერი, წონა არანაკლებ 200 გრ.მ/კვ.

  1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლოგო

შემსყიდველის მიერ მიწოდებული დიზაინის შესაბამისად მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ლოგოს დატანა ტანსაცმელსა და ქუდებზე ესკიზებში მოცემული ადგილების მიხედვით. ლოგოს დატანის მეთოდი განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

  1. ფორმის დიზაინი: