„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№542
სარეგისტრაციო კოდი
170020020.22.027.017037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №542

2020 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით (სსმ III, 2010წ., №33, მუხ. 515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე;

გ) არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნოტარიუსთა პალატის მითითებებს/გადაწყვეტილებებს (აქტებს), დადგენილ ვადაში არ აწვდის მას აუცილებელ ინფორმაციას;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) არასაპატიო მიზეზით არ ესწრება ნოტარიუსთა პალატის ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სავალდებულო სემინარებს/კურსებს;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ – „ღ“ ქვეპუნქტები:

„ტ) არღვევს საქართველოს ნოტარიუსთა დეონტოლოგიის (ეთიკის) კოდექსის მოთხოვნებს, მათ შორის, როდესაც არსებობს მოქალაქის საჩივარი ნოტარიუსის მიერ არასათანადო ხარისხის მომსახურების მიწოდების შესახებ;

უ) არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს;

ფ) უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (გარდა ამ დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე;

ქ) არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ზედამხედველი ორგანოს ან სასამართლოს მითითებებს/გადაწყვეტილებებს (აქტებს), დადგენილ ვადაში არ აწვდის მათ აუცილებელ ინფორმაციას;

ღ) არაჯეროვნად ასრულებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2020.
როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №542. სარეგისტრაციო კოდი — 170020020.22.027.017037.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №542, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 170020020.22.027.017037 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4875177/