სს „ლიბერთი ბანკის“ განცხადება დივიდენდის გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  სს „ლიბერთი ბანკის“ განცხადება დივიდენდის გამოცხადების შესახებ

 

   
გვინდა გაცნობოთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში ბანკი) ჩვეულებრივი აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერმა, „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვიმ“ (Georgian Financial Group B.V.) (ნიდერლანდების კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული კომპანია, რომლის მისამართია Locatellikade 1, 1076 AZ, ამსტერდამი, ნიდერლანდები) 2020 წლის 29 მაისს მიიღო გადაწყვეტილება „ბანკის“ პრივილეგირებული აქციების მფლობელებისთვის 2019 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის დივიდენდის გაცემის შესახებ, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ლარში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ბანკისკონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მფლობელთათვის 17%-ის ოდენობით პრივილეგირებული აქციების დივიდენდის (შემდგომშიპრივილეგირებული აქციების დივიდენდი“) გადახდა:

1. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 15 ივნისი;

2. ზემოაღნიშნული თარიღისთვის გამოშვებული 4,565,384 კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციის მფლობელებისთვის გასაცემი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ ჯამურ თანხად განსაზღვრულია 776,115.28 ლარი, ან 0.17 ლარი ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე;

3. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 01 ივლისი. აღნიშნულ დღეს სრულად მოხდება 2019 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდა.

 

პატივისცემით,

 

სს „ლიბერთი ბანკის“ ფინანსური დირექტორი                                   დავით წიკლაური