„სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №154 |
|
2018 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი |
ა) 3.2.4 პარაგრაფს დაემატოს ახალი 3.2.4.3 პარაგრაფი, დანართ №1-ის შესაბამისად;
ბ) 4.1 პარაგრაფს დაემატოს ახალი ნაწილი − „საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო“, დანართ №2-ის შესაბამისად;
გ) დანართში არსებული ცხრილის მე-4 განყოფილება („IV ფაზა − 2021 წლის სექტემბერი (იხ. ასოციირების შეთანხმების დანართი: XVI-H (I) და XVI-I)“) ჩამოყალიბდეს დანართ №3-ის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„დანართი №1
3.2.4.3. კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
IV ფაზაში საკანონმდებლო დაახლოების მიზნით, ასოციირების შეთანხმების XVI დანართის მე-4 ფაზის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს კანონს საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ. კანონით განსაზღვრული იქნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები, ცნება და მიზანი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი, ასევე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონი დაეყრდნობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემდეგ პრინციპებს: გამჭვირვალობა, განჭვრეტადობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ხარისხის ფასთან თანაფარდობა, რისკების ოპტიმალური განაწილება, ფისკალური პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა. კანონის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩოპირობები.
დანართი №2
საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრება შესაბამისი ორგანო, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავების პროცესში და დახმარებას გაუწევს უფლებამოსილ ორგანოებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებით.“.