სს „საქართველოს ბანკის“ 79,75% აქციონერის, სს „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სს „საქართველოს ბანკის“ 79,75% აქციონერის,

სს „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება

10 ივლისი, 2020 წელი

ორი ათას ოცი წლის ათ ივლისს, სს საქართველოს ბანკის (ს/კ: 20437869) (შემდგომში – „ბანკი“) აქციების 79,75%-ის მფლობელის, სს „ბიჯეო ჯგუფი“-ს (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი ქ.თბილისი,გაგარინის 29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე:

პრეამბულა:

ვინაიდან: აქციონერი ფლობს ბანკის ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად ხმების 75% ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11  მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ მოქმედი წესდების (შემდგომში – „წესდება“) 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ტოლფასია და ითვლება საერთო კრების გადაწყვეტილებად;

ვინაიდან,  საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ გაცხადდა, რომ კომერციული ბანკების მიმართ, კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება კოვიდ 19-ის პირობებში, ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად და ვინაიდან, წესდების თანახმად მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის აქციონერთა კრება, აქციონერმა განიხილა შემდგომი დღის წესრიგი:

დღის წესრიგი:

1. დირექტორატის ფინანსური აუდირებული ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ;

2. მოგების  განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;  და

3. მინორიტარი აქციონერებისათვის შეტყობინება.

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი  გადაწყვეტილებები:

I საკითხი – დირექტორატის ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ;

  • დამტკიცდეს დირექტორატის ფინანსური აუდირებული ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ.
  • II საკითხი – მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ; 

  • ქვეყანაში და საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ამ პერიოდში მოქმედ კაპიტალის განაწილების შეზღუდვების გათვალისწინებით, 2019 წლის მოგება  დივიდენდის სახით არ იქნას განაწილებული.
  • III საკითხი – მინორიტარი აქციონერებისათვის შეტყობინების შესახებ:

  • წინამდებარე გადაწყვეტილება გამოქვეყნებულ იქნას სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ . ამასთანავე, ბანკის 19.8%-ის წილის მფლობელ კომპანია „ბენქ ოფ ჯორჯია გრუფ ფლს“-ს, ეცნობოს წინამდებარე გადაწყვეტილების თაობაზე დაზღვეული ფოსტით.
  • სს „ბიჯეო ჯგუფის“

    გენერალური დირექტორი   არჩილ გაჩეჩილაძე