1. კომისიის რეკომენდაცია, აგრეთვე გადაწყვეტილება წარმოადგენს კომისიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. რეკომენდაცია და გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს.

3. რეკომენდაციაში და გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს რეკომენდაცია და გადაწყვეტილება.

4. რეკომენდაციაში უნდა მიეთითოს:

ა) რეკომენდაციის მაძიებლის ვინაობა;

ბ) რეკომენდაციის მოქმედების ვადა;

გ) გასაცემი ლიცენზიისა და ნებართვის დასახელება;

დ) ნებართვას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა, მათი რაოდენობა ან მოცულობა,  დასახელება ან მახასიათებლებ