1. კომისია და სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და რეკომენდაცია/გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, რეკომენდაციის ანდა გადაწყვეტილების გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებითი გამოკვლევის ფარგლებს განსაზღვრავს კომისია, რომელიც უფლებამოსილია საკითხი დამატებითი გამოკვლევისთვის დაუბრუნოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტს.

4. განმცხადებელი, დაინტერესებული პირი, მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტს, აგრეთვე კომისიას მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5.კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სამართლებრივად დასაბუთებული რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების პროექტი, ხოლო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში – ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული განმარტებითი ბარათის პროექტი (დანართი №2).

6. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა დაწესებულებებიდან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) განმარტება მოთხოვოს განმცხადებელს, ექსპერტს, მოწმეს;

გ) გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომებ