1. კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიიღება:
ა) კომისიის სხდომაზე;
ბ) კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) კომისიის სხდომას ხსნის და დღის წესრიგის შესაბამისად წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა წრეს (განმცხადებელი, ექსპერტი და სხვა) განსაზღვრავს კომისია;
გ) კომისია უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაცია და გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება 4 წევრი მაინც, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას და კომისიის მდივანი;
დ) კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა (მათ, შორის კომისიის თავმჯდომარე) ნახევარზე მეტი;
ე) კომისიის წევრი ეთანხმება ან არ ეთანხმება რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების პროექტს ანდა ითხოვს საკითხის დამატებითი შესწავლისათვის (შესაბამისი მითითებებით) დაბრუნებას ანდა საკითხის განხილვის გადადებას;
ვ) კომისიის ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ვ.ა) კომისიის დასახელება;
ვ.ბ) სხდომის დრო და ადგილი;
ვ.გ) სხდომაზე დამსწრე წევრების ვინაობა;
ვ.დ) დღის წესრიგი;
ვ.ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ.ვ) მიღებული რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების შინაარსი;
ზ) სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი;
თ) კომისიის სხდომები დახურულია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების მიღებისას:
ა) კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“, „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები;
ბ) კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ პროექტს მხარს დაუჭერს (ეთანხმება) კომისიის წევრთა (მათ შორის კომისიის თავმჯდომარე) ნახევარზე მეტი.
4. რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით ან ელექტრონულად, სამინისტროში დადგენილი ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისა