1. კომისიის მდივანი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-4, მე-5 მუხლებით, აგრეთვე მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. განცხადების, დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და მათი კომისიაში წარდგენისათვის, დამატებითი დოკუმენტების (ინფორმაციის) კომისიაში წარდგენისათვის,  ხარვეზის შევსებისთვის, აგრეთვე წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით, კომისიის მდივანი განმცხადებელს წერილობით განუსაზღვრავს 5-დან – 30 სამუშაო დღემდე ვადას.

3. ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის (ინფორმაციის) წარდგენისთანავე.

4. ადმინისტრაციული წარმოების ვადა ითვლება შეჩერებულად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ანდა ამ ვადის განახლებამდე.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც კომისიის მდივნის მიერ ეცნობება განმცხადებელ