1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს,  კომისიის  გადაწყვეტილების  მიღების პროცედურებს (მათ შორის: ვადები, გაუქმების და შეჩერების საფუძვლები, წარსადგენი დოკუმენტაცია), აგრეთვე კომისიასთან არსებული შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას.

2. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

3. კომისიას აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ბლანკი.

4. კომისიის მისამართია: საქართველო, თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 2