1. კომისია შედგება ექვსი წევრისგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსს.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისიის თავმჯდომარე  წარმართავს კომისიის საქმიანობას.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის დავალებებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –  კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს.

5. კომისიის  მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას;

ბ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს დღის წესრიგის პროექტს;

გ) განცხადებას აგზავნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ანდა უბრუნებს განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კომისიის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება;

დ) იღებს გადაწყვეტილებას ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე.

6. კომისიის წევრი:

ა) უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია, დოკუმენტაცია დღის წესრიგში შეტანილ საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხის განხილვის გადადება;

გ) ვალდებულია  მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს ხმის მიცემით (ვეთანხმები, არ ვეთანხმები).

თავი II

ადმინისტრაციული წარმოე