1. ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს წარედგინება განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს მისი განხილვისთვის საჭირო, ამ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (ინფორმაცია).

2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, აგრეთვე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 და 93 მუხლებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 ანდა მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

4. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის  №372 დადგენილებით, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

5. განმცხადებელი ვალდებულია, კომისიის მდივნის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს რეკომენდაციის და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინფორმაცია).

6. განმცხადებელი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი (გარდა ამ მუხლის პირველი – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული) დოკუმენტი (ინფორმაცია), რომელიც მისი შეხედულებით საჭიროა კომისიის მიერ რეკომენდაციისა და  გადაწყვეტილების მისაღება