1. „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია რეკომენდაციის მაძიებლის განცხადება (დანართი №1).

2. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია რეკომენდაციის მაძიებლის განცხადება (დანართი №1).

3. „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი მოადგილის გადაწყვეტილება, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ან მისი უფლებამონაცვლის განცხადება (დანართი №1).

4. ადმინისტრაციული წარმოების (გარდა რეკომენდაციის მიღებისა) დაწყების სხვა საფუძვლებს შეიძლება წარმოადგენდეს:

ა) კომისიის გადაწყვეტილება;

ბ) შესაბამისი რეკომენდაციის მფლობელის, აგრეთვე ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებლის ანდა მფლობელის განცხადება;

გ) დაინტერესებული პირის განცხადება.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტროს განცხადებასთან ერთად წარედგინება ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

6.  განცხადება და დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე.

7. განმცხადებელი პასუხისმგებელია წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების სისწორეზე და უტყუარობაზ