1. რეკომენდაციის ანდა მისი ნაწილის მოქმედება ჩერდება:
ა) რეკომენდაციის მფლობელის, ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებლის ანდა მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ამ რეკომენდაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ დებულების მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეკომენდაციის ანდა მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებ