1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობას ხელმძღვანელობს და საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ხელმძღვანელი ორგანო, რომელშიც შედის ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი პირი. ხელმძღვანელი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. ასეთ შემთხვევაში, გამოიყენება ნორმები სააქციო საზოგადოების ორგანოების შესახებ.

2. ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისას, ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, დაემორჩილოს პარტნიორთა გადაწყვეტილებას.

3. ხელმძღვანელი პირები გადაწყვეტილებას იღებენ ყველა საკითხზე, რომელიც, კანონის ან წესდების თანახმად, არ განეკუთვნება პარტნიორთა ან სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას. ამასთან, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია, ამ კანონის 197-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.

4. პირს, რომელიც არ არის ხელმძღვანელი პირი, მაგრამ ფაქტობრივად ასრულებს მის ფუნქციებს, ეკისრება ხელმძღვანელი პირისთვის დადგენილი მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

5. ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობის შინაარსი და მისი ანაზღაურება განისაზღვრება ამ კანონითა და ხელმძღვანელ პირთან გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულებით, რომელსაც ხელმძღვანელ პირთან დებს პარტნიორთა კრება ან სამეთვალყურეო საბჭო დუალისტური სისტემის შემთხვევაში.

6. ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების, თანამდებობიდან გადადგომის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა შემთხვევებში, პარტნიორებმა ახალი ხელმძღვანელი პირი უნდა აირჩიონ 1 თვის ვადაშ