1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი პარტნიორთა კრებაში მონაწილეობას იღებს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (მინდობილობა) გაიცემა წერილობით ერთ ან რამდენიმე პარტნიორთა კრებაზე წარმომადგენლობის ან გარკვეული ვადის განმავლობაში წარმომადგენლობის უფლებით.
2. პარტნიორთა კრებაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის თაობაზე უნდა ეცნობოს პარტნიორთა კრების მომწვევ ორგანოს, რომელსაც, კრების ჩატარებამდე ან კრებაზე დაწყებისთანავე, უნდა წარედგინოს შესაბამისი მინდობილობ