პარტნიორთა კრება ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარის არჩევამდე ან თუ თავმჯდომარე არ იქნა არჩეული, კრებას თავმჯდომარეობს მისი მომწვევი ორგანოს თავმჯდომარე ან მომწვევი პირი ან მომწვევი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ხოლო თუ მოწვევა განახორციელა რამდენიმე პირმა - მომწვევ პირთა ან მომწვევ იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებს შორის უხუცესი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. კრების ოქმში კრებაზე დამსწრე პარტნიორების ჩამონათვალში მიეთითება პარტნიორის ვინაობა/სახელწოდება, საცხოვრებელი ადგილი მისამართებზე (ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში - სხვა მისამართებზე) ან, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით. გადაწყვეტილების პროექტსა და დღის წესრიგთან ერთად, გზავნილი უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც პარტნიორებმა პარტნიორთა კრების მოწვევაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს წერილობით უნდა მიაწოდონ თავიანთი პოზიცია გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ვადა განსაზღვრულია წესდებით ან მითითებულია გადაწყვეტილების პროექტში. თუ წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით ვადა განსაზღვრული არ არის, ის განისაზღვრება 15 დღით და აითვლება პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებიდან;

ბ) გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელ ინფორმაციას, ყველა დოკუმენტსა და მონაცემს;

გ) წესდებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებსა და მონაცემებს.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის წერილობით პოზიციაზე პარტნიორის ხელმოწერის ნოტარიულ დამოწმებას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, პარტნიორი კრების მოწვევაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს წერილობით არ აცნობებს, რომ ეთანხმება გადაწყვეტილების პროექტს, ჩაითვლება, რომ იგი პროექტს არ ეთანხმება.

5. პარტნიორთა კრების ჩატარების გარეშე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების უმრავლესობა გამოითვლება ყველა პარტნიორის ხმათა საერთო ოდენობიდან.

6. ამ მუხლის თანახმად მიღებულ პარტნიორთა გადაწყვეტილებას ხელს აწერს კრების მოწვევაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო და მის ასლებს, გადაწყვეტილების მიღების თარიღის მითითებით, უგზავნის პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაშ