1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი.
2. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების წილების ჯამს. იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს როგორც ნომინალური ღირებულის მქონე, ასევე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღემატება ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი უნდა გამოისახოს ეროვნულ ვალუტაში.
4. განთავსებული კაპიტალის თავდაპირველი ოდენობა განისაზღვრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით. გადაწყვეტილება განთავსებული კაპიტალის ოდენობის ცვლილების შესახებ მიიღება პარტნიორების მიერ.
5. წესდებით შეიძლება განისაზღვროს წილების/რომელიმე კლასის წილების მისაღებად მინიმალური შენატანი (წილის ნომინალური ღირებულება). ცალკეული წილის ნომინალური ღირებულება შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ოდენობი