1. პარტნიორი ვალდებულია, შეთანხმებული შენატანი განახორციელოს ფულადი ან ნებისმიერი არაფულადი სახით, თუ არაფულადი შენატანი წესდებით აკრძალული არ არის.
2. პარტნიორთა კრებას შეუძლია, გაათავისუფლოს პარტნიორი შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შენატანი აუცილებელია კრედიტორთა მოთხოვნების ან სამეწარმეო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
3. თუ შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან გათავისუფლება ეხება ნომინალური ღირებულების მქონე წილს, გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შესაბამისად შემცირების გზით.
4. შენატანი უნდა შესრულდეს წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. შენატანების სრულად ან ნაწილობრივ შეტანა არ არის სავალდებულო წილების განთავსებისთანავე. შენატანის განხორციელების ვადასთან დაკავშირებით შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, შენატანი უნდა განხორციელდეს სამეწარმეო საზოგადოების მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, რაც განისაზღვრება სამეწარმეო საზოგადოების საჭიროების, პარტნიორთა ქონებრივი მდგომარეობისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინები