1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილების შეძენის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 147-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები. დასაშვებია საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა, რომლის შენატანი ბოლომდეა განხორციელებული.
2. დაუშვებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილების სრულად შეძენა, რომელთაც აქვთ შეუზღუდავი ხმის უფლება ან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების მიღების უფლება.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის შემთხვევაში, ან ამავე წილის საზოგადოების შვილობილი საწარმოს მიერ შეძენის შემთხვევაში, ასეთი წილები მხედველობაში არ მიიღება ხმის დათვლის, ქონების განაწილების, საზოგადოების დაშლის მოთხოვნის და წილის მესაკუთრეობიდან გამომდინარე სხვა უფლებების რეალიზაციის მიზნებისთვის.
4. თუ წესდება ითვალისწინებს საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილების გაუქმებას, წილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ პარტნიორები და გაუქმება უნდა აისახოს წესდებაში.
5. ამ კანონის ან წესდების დარღვევით საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილები უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც მოხდა შეძენა.
6. ამ მუხლის მოთხოვნები შესაბამისად ვრცელდება მესამე პირის მიერ თავისი სახელით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხარჯზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში წილების შეძენაზ