1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს თავისი წილი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და პარტნიორთა თანხმობის გარეშე.

2. გადაწყვეტილება, რომელიც ზღუდავს, კრძალავს ან/და პარტნიორების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების თანხმობაზე დამოკიდებულს ხდის პარტნიორის მიერ თავისი წილის გადაცემას ან უფლებრივად დატვირთვას ანდა ცვლილება შეაქვს მოქმედ აკრძალვაში ან შეზღუდვაში ან წილის გადაცემის ან უფლებრივად დატვირთვისათვის საჭირო თანხმობის გაცემის წესში, მიიღება მხოლოდ ყველა იმ პარტნიორის თანხმობით, რომელსაც აღნიშნული აკრძალვა ან შეზღუდვა ეხება.

3. წილის გადაცემის შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით.

4. პარტნიორი ვალდებულია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აცნობოს წილის გადაცემის თაობაზე შესაბამისი შეთანხმების გაფორმებისთანავე.

5. წილის გადაცემა ძალაში შედის წილის ახალი პარტნიორის სახელზე მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციით. შესაბამისად გამოიყენება კეთილსინდისიერი შემძენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

6. წილის გასხვისების მომენტში გასხვისებულ წილთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს წილის გამსხვისებელი და წილის შემძენი პარტნიორები, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებ