1. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორთა გადაწყვეტილებით პარტნიორების მიერ დამატებითი შენატანის ფულადი სახით განხორციელების ვალდებულებას და ადგენდეს, თუ რომელ წილს ეხება დამატებითი შენატანის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, წესდება უნდა განსაზღვრავდეს დამატებითი შენატანის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პარტნიორები წილების პროპორციულად ახორციელებენ დამატებით შენატანს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. დამატებითი სავალდებულო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 141-ე მუხლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტნიორი ამ კანონის 146-ე მუხლის შესაბამისად გადის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან.

4. თუ პარტნიორთა მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება იმგვარად, რომ რომელიმე პარტნიორს ეკისრებოდეს მისი წილის საბაზრო ღირებულების ნახევარზე მეტის გადახდის ვალდებულება.

5. თუ პარტნიორთა მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ასეთივე გადაწყვეტილების სრულად შესრულებიდან გასულია სულ მცირე 2 წელ